მონტენეგროს ბუდვაში დასრულდა ევროპის გუნდური ჩემპიონატი. საქართველოს ქალთა ნაკრებმა მე-10 ადგილზე დაასრულა ასპარეზობა.
პირველ ადგილზე ბულგარეთის ნაკრები გავიდა, მეორეზე – აზერბაიჯანის, ხოლო მესამე ადგილი საფრანგეთის გუნდს ხვდა წილად.
ქართველ მონაწილეთა ტექნიკური შედეგები ასე გამოიყურება: ბელა ხოტევანაშვილი -1,5; ნინო ბაციაშვილი-4; მერი არაბიძე -6; ლელა ჯავახიშვილი -4; სალომე მელია -4.
აღსანიშნავია, რომ საკუთარ დაფაზე მცირე ოქროს მედალი მოიპოვა მერი არაბიძემ, ხოლო სალომე მელიამ- ბრინჯაო.
ავტორი