სამტრედიელი ნანუკა გიორგაძე სახელმწიფოდან ასპროცენტიანი გრანტით ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტში ისწავლის
,,კარგი მეგობარი, შრომისმოყვარე, უფროსისა და უმცროსის პატივისმცემელი. გოგონა, რომელმაც იცის სწავლისა და ცოდნის ფასი.”- ასე ახასიათებენ სკოლის პედაგოგები მესამე საჯარო სკოლის კურსდამთავრებულს, ნანუკა გიორგაძეს.
ოქროს მედალოსანი გოგო წელს ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგებით ასპროცენტიანი გრანტით ჩაირიცხა ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის კომპიუტერული მეცნიერების ინგლისურენოვან ფაკულტეტზე.