სამტრედიელ შმაგი ნამიჭეიშვილს ონლაინ ჭადრაკში თამაში მოუწია მაგნუს კარლსენთან, რომელთანაც შეხვედრა ყაიმით დაასრულა. ცნობისათვის, მაგნუს კარლსენი ტიტულებით 15- გზის ჩემპიონია ჭადრაკში.
შმაგი ნამიჭეიშვილმა მაგნუს კარლსენი RAPID MODE-ში დაამარცხა, სადაც მაგნუს კარლსენი 6-გზის ჩემპიონია. სამტრედიელმა ახალგაზრდამ ეს ინფორმაცია საკუთარი ფეისბუქის გვერდზე გამოაქვეყნა.
,,გურია ნიუსი” დაუკავშირდა შმაგი ნამიჭეიშვილს, ეს წარმატება მიულოცა და შთაბეჭდილებების გაზიარება სთხოვა:
“ონლაინ ჭადრაკის პლატფორმაა, სადაც ვთამაშობდი და მომიწია მაგნუს კარლესნთან თამაში. თავიდან რომ შევხედე, არ მეჯერა,შემდეგ ისიც ვიფიქრე, ხომ არ დავნებდეთქო,მაგრამ გულის სიღრმეში რაღაცამ მიკარნახა,რომ უნდა გამეგრძელებინა თამაში და, დაახლოებით, 39 სვლაზე ყაიმი დაფიქსირდა.სიმართლე გითხრათ, იმედი არც მქონდა მოგების. ჩემი ძალები მაქსიმალურად მივმართე ყაიმისკენ,ვცდილობდი,რომ საჭადრაკო დაფაზე შეცდომა არ დამეშვა,რადგან მაგნუსი უშეცდომააა…. ფიგურები გავცვალეთ და სააბოლოდ დაფიქსირდა ყაიმი. ეს შედეგი კი აისახა ჩემს სტატისტიკაში Chess.com ზე.”
ავტორი