სოფიო ტერელაძე პირველობას ინაწილებს პორტუგალიაში მიმდინარე მსოფლიო ჩემპიონატზე სენიორ-ქალთა შორის.
6 ტურის შემდეგ 4,5 ქულით I-III ადგილს: მაშა კლინოვა (ისრაელი;2229), სოფიო ტერელაძე (2185) და სილვია ალექსიევა (საფრანგეთი;2180) ინაწილებენ.
ლიდერებს ნახევარი ქულით ჩამორჩება, ჩემპიონატის მეორე ქართველი მონაწილე, ნონა გაფრიდნაშვილი.
+65 ვაჟთა შორის ჩემპიონატზე I-VI ადგილს ინაწილებს ზურაბ სტურუა. ხოლო, +50 ვაჟთა შორის 4 ქულით XI ადგილზე იმყოფება მიხეილ კეკელიძე.
მეშვიდე ტურში ქართველი მოჭადრაკეების შეხვედრები: ტატიან გრაბუზოვა – სოფიო ტერელაძე; მარტინა ფოლკოვა – ნონა გაფრინდაშვილი. ალონსო ზაპატა – ზურაბ სტურუა; მიხეილ კეკელიძე – გრეგორი კაიდანოვი; 23 ნოემბერს მონაწილეები დაისვენებენ, ხოლო მეშვიდე ტური 24 ნოემბერს გაიმართება.
ავტორი