სამტრედიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომა დღეს ოპოზიციამ პროტესტის ნიშნად დატოვა.
კერძოდ, ,,ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” შვიდივე წევრმა წლის მთავარი საფინანსო დოკუმენტის, ბიუჯეტი-2022-ის დამტკიცებაში მონაწილეობა არ მიიღო, რადგან ოპოზიცია არ ეთანხმება ხელფასების ათპროცენტიან მატებას.
“მაშინ, როდესაც 200 ათასანდე ბავშვი შიმშილობს ქვეყანაში, ფრაქცია ,,ნაციონალურ მოძრაობას” ამორალურად მიაჩნია, მონაწილეობა მიიღოს იმ ბიუჯეტის განხილვაში, სადაც ერთ-ერთი პრიორიტეტი თანამდებობის პირების ხელფასის მატებაა და მათ შორის, მერის ხელფასი, თითქმის, 100%-მდე იზრდება და 5062 ლარი ხდება”, _ თქვა სამტრედიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ფრაქცია ,, ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარემ, ემზარ შუბლაძემ.
სამტრედიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს უმრავლესობამ დღეს 2022 წლის ბიუჯეტი დაამტკიცა, რომელიც 18 757 800 ლარს შეადგენს, რომელიც წინა წელთან შედარებით გაზრდილია 4 554 800 ლარით.
[sexy_author_bio]