დღეს, ბათუმში სტარტი აიღო საქართველოს ჩემპიონატმა ფრენბურთში 2007-2008 წლებში დაბადებულ ვაჟთა შორის.
დღესვე სამტრედიის მუნიციპალიტეტის ახალგაზრდული ნაკრები ცაგერის გუნდს შეხვდა და ანგარიშით 3:1 დაამარცხა (მწვრთნელი მანანა ტყეშელაშვილი).
სამტრედია ხვალ ბათუმს, საკმაოდ ძლიერ გუნდს შეხვდება.
ჩემპიონატი სამდღიანია. ქვეჯგუფში მონაწილეობენ ცაგერის, სამტრედიის, თეთრიწყაროს, ბათუმის ნაკრები გუნდები.
პირველ და მეორე ადგილებზე გასული გუნდები მონაწილეობას მიიღებენ მეორე ტურში, რომელიც ქალაქ თბილისში ჩატარდება და გამოავლენს საქართველოს ჩემპიონს.
ავტორი