12 ოქტომბერს, სამტრედიის მუნიციპალიტეტის 24-ვე საბავშვო ბაღში ახალი სასწავლო-სააღმზრდელო პროცესი დაიწყება. ეს ინფორმაცია დღეს ,,გურია ნიუსთან” კომენტარში სამტრედიის მუნიციპალიტეტის სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებათა გაერთიანების დირექტორმა, ხათუნა გაგუამ დაადასტურა.
მისივე თქმით, კორონავირუსის პანდემიიდან გამომდინარე, არ იქნება პომპეზური მიღება, ახალი სასწავლო წლის აღსანიშნავი ზეიმები და სხვა წლებთან შედარებით, უჩვეულო გარემოში მოხდება აღმზრდელებთან პატარა აღსაზრდელების შეხვედრა.
,,დღეს სამტრედიის მუნიციპალიტეტის 24-ვე საბავშვო ბაღმა ინსპექტირება გაიარა. გვაქვს შესაბამისი დასკვნები, რომ ჩვენს სკოლამდელ დაწესებულებებში პატარებისათვის უსაფრთხო გარემოა.” _ განაცხადა ხათუნა გაგუამ “გურია ნიუსთან” საუბრისას.