სამტრედიის მუნიციპალიტეტის მე-12 საჯარო სკოლის მესამე და მეათე კლასებში ორ მოსწავლეს კოვიდი დაუდასტურდა, რის საფუძველზეც აღნიშნულ სკოლებში, მესამე და მეათე კლასები, ერთი კვირით, დისტანციური სწავლების მოდელზე გადავიდა.
,, სხვა სასწავლო დაწესებულებებში სწავლება დასწრებით მიმდინარეობს. შეიძლება ითქვას, პანდემია ისე აღარ მძვინვარებს, როგორც აქამდე იყო. შედეგიც სახეზეა. სამტრედიაში მხოლოდ ორი კლასი გვყავს დისტანციურ სწავლებაზე. ვიმედოვნებ, რომ მალე დაგვანებებს თავს ვირუსი და დავუბრუნდებით სწავლების ჩვეულ რიტმს,”-განაცხადა ,, გურია ნიუსთან” საუბრისას სამტრედიის მუნიციპალიტეტის საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროსმა, თინათინ ხარძიანმა.