დღეს სამტრედიის მრავალპროფილურ სამედიცინო ცენტრში ვაქცინაციის კაბინეტი გაიხსნა.
ვაქცინაცია ფაიზერით გაიხსნა.
ამ წუთის მონაცემებით 67 მოქალაქეა დარეგისტრირებული.
პირველი, დიდი ჯიხაიშის მკვიდრი, 53 წლის მალხაზ გოგუა აიცრა.
,,ვარ მოქმედი გემის კაპიტანი. ბოლო ნაოსნობიდან ექვსი თვის წინ დავბრუნდი. პირველად ვიცრი, რაც ხელს შეუწყობს, პირველ რიგში, ჯანმრთელობის კუთხით და მეორე, უკვე მექნება უფლება ზღვაში გავიდე. დაკვირვების ოთახში 45 წუთი დავყავი, თავს ვგრძნობ კარგად.” _ გვითხრა გოგუამ.
[sexy_author_bio]