დღეს სამტრედიაში ,, ქართული ოცნების” ოფისში” იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულმა, ზვიად შალამბერიძემ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში მერობის კანდიდატი წარადგინა.
აქტივს საქართველოს პარლამენტში მაჟორიტარი დეპუტატი, გივი ჭიჭინაძეც შეხვდა.
ზვიად შალამბერიძემ და გივი ჭიჭინაძემ, 7 წლის განმავლობაში გაწეული საქმიანობისთვის მადლობა გადაუხადეს ამჟამინდელ მერს, ვალერი ფოცხვერიას, საზოგადოებას კი მერობის ახალი კანდიდატი, მერის ამჟამინდელი მოადგილე, დავით ბახტაძე წარუდგინეს.
,,შიდა არეულობა უნდა დამთავრდეს. არ უნდა განმეორდეს ის ფაქტი, რაც გუშინ აქ მოხდა”- საზოგადოების წინაშე ასეთი განცხადება გააკეთა მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრმა, ფრაქცია უმრავლესობის თავმჯდომარემ, ტარიელ დვალიშვილმა.
მისივე თქმით, გუშინ სამტრედიაში გარკვეულ ძალებს დავით ბახტაძის კანდიდატურის დაბლოკვა უნდოდა.
[sexy_author_bio]