სამტრედიის მუნიციპალიტეტის საკრებულო, საქართველოს მთავრობის 2020 წლის 12 მარტის N529 განკარგულებით, ,,ახალი კორონა ვირუსის (COVID-19) შესაძლო გავრცელების პრევენციის მიზნით, საჯარო დაწესებულებებში საქმიანობის განსაკუთრებულ ღონისძიებათა განსაზღვრის შესახებ”, გადავიდა მუშაობის დისტანციურ რეჟიმზე.
სამტრედიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარემ, საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილესთან, ფრაქცია ,,ქართული-ოცნება”-ს თავმჯდომარესთან, ფრაქცია ,,ქართული-ოცნება-მწვანეები”-ს თავმჯდომარესთან და სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელის, აპარატის უფროსის მ/შ-თან ერთად, საკრებულოს აპარატის თანამშრომლებთან დისტანციური თათბირი გამართა.
თათბირის ერთ-ერთი მთავარი თემა, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის, ,,ახალი კორონა (COVID-19) ვირუსის გავრცელების პრევენციისა და მართვის უზრუნველყოფის მიზნით გასატარებელ ღონისძიებათა” ბრძანების გაცნობა გახლდათ.
სამტრედიის მუნიციპალიტეტის საკრებულო და საკრებულოს აპარატი შეუერთდა აქციას ,,მადლიერების ტაში” მსოფლიო ექიმებს.
მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარემ, ნუგზარ ჯამბურიამ, მადლობა გადაუხადა მუნიციპალიტეტის მერს, ,,შესაბამის სამსახურის ხელმძღვანელებს, საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ხელმძღვანელს, პოლიციისა და საპატრულო ეკიპაჟის თანამშრომლებს, ახალი კორონა ვირუსის წინააღმდეგ გავრცელებისა და მართვის უზრუნველყოფის მიზნით გაწეული მუშაობისათვის და მუნიციპალიტეტის მოსახლეობას, საკრებულოსა და საკრებულოს აპარატის თანმაშრომლებს, მოუწოდა დაიცვან, საქართველოს მთავრობის, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციისა და დაავადებათა ეროვნული კონტროლის ცენტრის წესები და მოთხოვნები.