სამტრედიის მუნიციპალიტეტში კიდევ 2 საჯარო სკოლა გადავიდა დისტანციურ სწავლებაზე. სოფლების, გომისა და ეწერის საჯარო სკოლებში ორშაბათიდან, 25 ოქტომბრიდან ორი კვირის განმავლობაში სასწავლო პროცესი საკლასო ოთახებში აღარ ჩატარდება.
“ამ სკოლებში კორონავირუსი დაუდასტურდათ, როგორც მოსწავლეებს, ასევე მასწავლებლებს, გომში სასწავლო ნაწილის გამგე, ხოლო ეწერში კოვიდ-19-ით დაინფიცირებულია სკოლის დირექტორი ოჯახის წევრებთან ერთად. კორონავირუსი რამდენიმე მოსწავლეს დაუდასტურა, ბავშვები სასკოლო ტრანსპორტით სარგებლობდნენ. საზოგადოებრივი ჯანდაცვის სამტრედიის ცენტრის ხელმძღვანელის, მარინა თევზაძის რეკომენდაციით, ორივე სკოლა დისტანციური სწავლების მოდელზე გადავიყვანეთ. თუ ასე გაგრძელდა, არ არის გამორიცხული, განათლების სამინისტროსაც მივმართოთ, სხვა უფრო რადიკალური ღონისძიებუს გასატარებლად”, _ გურია ნიუსთან” კომენტარში აღნიშნა სამტრედიის მუნიციპალიტეტის საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროსმა, თინათინ ხარძიანმა.
[sexy_author_bio]