სამტრედიის ცხელების ზონიდან დღეს დილით 6 პაციენტი გაწერეს. მათ გუშინ კოვიდ-19-ზე გამოკვლევა ჩაუტარდათ. ანალიზის პასუხებმა უარყოფითი აჩვენეს. სამტრედიის ცხელების ზონიდან ბოლო ერთი კვირის განმავლობაში 30-მდე ნიმუში გაიგზავნა.
,,გურია ნიუსთან” საუბარში ექიმი-ინფექციონისტის, მანანა შენგელიას ინფორმაციით სამტრედია კვლავ ინარჩუნებს სიმშვიდეს.
“წინა კვირის ორშაბათიდან დღეის ჩათვლით სამტრედიის სამედიცინო ცენტრის ბაზაზე არსებულ ცხელების ზონას 30-მდე პაციენტმა მოაკითხა. ყველანი გამოვიკვლიეთ კოვიდზე. ქუთაისის ლაბორატორიიდან ყველა პასუხი უარყოფითი ჩამოგვივიდა. ეს, ნამდვილად, სასიხარულო ინფორმაციაა, რისი მიწოდებაც შეგვიძლია სამტრედიაში მცხოვრები ადამიანებისთვის”.