საქართველოს კულტურის მინისტრის, თეა წულუკიანის განცხადებით, პრეზიდენტ ზურაბიშვილს დაავიწყდა, რომ ლევილში დღეს პირველად აღინიშნება 26 მაისი.
„სამწუხაროა, რომ საქართველოს პრეზიდენტს, რომელმაც დღეს თავისუფლების მოედანზე თავისი ბოლო სიმღერა სამარცხვინოდ შეასრულა (ეს იყო, მადლობა ღმერთს, მისი ბოლო გამოსვლა ამ რანგში) დაავიწყდა ის, რომ არსებობს ლევილი, დაავიწყდა, რომ ლევილში დღეს პირველად იმართება და აღინიშნება სახელმწიფოს მიერ ის 26 მაისი, რომლისთვისაც ნოე რამიშვილმა, ასევე ნოე ჟორდანიამ და მთელმა მაშინდელმა მთავრობამ ბევრი იღვაწეს“,_ განაცხადა წულუკიანმა.