https://sinatle.media/
გურია ნიუსი
  • მთავარი
    • ყველა
    • დღის ფოტო
    • კულტურა
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • სპორტი
    • ფინანსები

    უცნაური საახალწლო ტრადიციები

    საქართველოს ბანკი მსოფლიოში საუკეთესო ციფრული ბანკია მცირე და საშუალო ბიზნესებისთვის

    “გურია ნიუსის” ზარს მოყოლილი რეაგირება

    ენერგო-პრო ჯორჯიას აბონენტთა საყურადღებოდ!

    წყალდიდობის შედეგად ასობით ადამიანი დაიღუპა და დაკარგულად ითვლება (უცხოეთი)

    წვენის დიეტა

    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV

    ხანძარი ავჭალაში _ ვიდეოკადრები შემთხვევის ადგილიდან

    ია მამალაძე: “მედიის თავისუფლება ქვეყნის დემოკრატიული განვითარების ქვაკუთხედია”

    აპრილის თოვლი გურიაში

    დაკავებულებს თეთრ მიკროავტობუსებში ამწყვდევენ

    ნიღბიანი კაცი პოლიციის ფორმის გარეშე “გურია ნიუსის“ კამერას ხელს ურტყამს

    ნიკა მელიას დაკავების კადრები

  • კარმიდამო ჩემი
    • ყველა
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
    • ჩვენი რჩევები
    • ხელგარჯილობა

    მარალფალფა -საუცხოო საკვები პირუტყვისთვის  და შოთა მახარაძის გამართლებული ცდა

    სოფლის განვითარების პრობლემები  გურიაში: „ ახლა ჰაერივით საჭიროა მაგალითების შექმნა“

    როგორია კვერცხის შეღებვის საუკეთესო წესი

    მძაღის საწებელი – უძველესი გურული საწებლის რეცეპტი

    როგორ განვაახლოთ ბუნებრივად და ხელოვნურად ტყე

    “სასულიერო ცხოვრება სამეურნეო საქმიანობას არ გამორიცხავს _ ასეც უნდა იყოს”

    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია

    შობა და კალანდა გურიაში _ ამონარიდები სხვადასხვა მოგონებიდან

    ,,ტირილი” ძველ გურიაში

    რით იკვებებოდნენ გურულები (მხატვრული ნაწარმოებების მიხედვთ)

    კიდევ ერთხელ გურული მხედრების შესახებ

    როგორ დაიწერა „დინამო, დინამო“

    „ფირალად“ გავარდნა

  • ფეისბუქსტატუსები

    “ვიცი, შევაღონე საზოგადოება ჩემი ტრაგედიით, მაგრამ ეს პოსტი აუცილებლად უნდა დავწერო!

    უნდა მივიღოთ თუ არა „სიცხის დამწევი“ პრეპარატები ვირუსული ინფექციის დროს

    “როგორც აღმოჩნდა, ბაჩო დააკავეს და ანა გამოუშვეს” _ მძინარაშვილი

    გლდანიდან საგანგაშო ინფორმაცია ვრცელდება – “მშობლებო, იყავით ფრთხილად”

    დაბადების დღეს ვულოცავ პრეზიდენტს, რომელმაც… _ ნანუკა ჟორჟოლიანი

    ,,ქოცებმა დამნიშნეს ციხის მაყურებლად“ – მიხეილ სააკაშვილი

  • 21-ს ქვევით

    სამტრედიელი საბა ნაცვლიშვილი ეროვნული სასახლის მედიათეკის ხატვის კონკურსის გამარჯვებულია

    ჩოხატაურელი მაშიკო ჩხიკვაძე “ევერესტის” საგაზაფხულო სეზონის ოქროს ათეულში მოხვდა

    „სიყვარულით მომავლისკენ“: ახალი სასწავლო წელი და დაფაზე  ორსიტყვიანი წარწერა

    რამდენი ოქროსა და ვერცხლის მედალოსანია წელს ლანჩხუთში

    რამდენმა ჩააბარა და რამდენი ჩაიჭრა- როგორია ეროვნული გამოცდების შედეგები საგნების მიხედვით

    ოზურგეთელი ანანო ჩხაიძის წარმატება ეროვნულებზე

  • მსოფლიო

    ტრამპმა დაასახელა ქვეყანა, რომელსაც, ვენესუელის შემდეგ, “რაღაც უნდა მოუხერხონ”

    რუსეთი: “მადუროს დაპატიმრება „დამოუკიდებელი სახელმწიფოს სუვერენიტეტის მიუღებელი დარღვევაა“

    მარკო რუბიო: “ჩვენ შევაჩერეთ საომარი მოქმედებები ვენესუელაში, რადგან მადურო დაპატიმრებულია”

    საპროტესტო აქციების დროს არეულობის შედეგად რამდენიმე ადამიანი დაიღუპა (უცხოეთი)

    დიმიტრი პესკოვი – უკრაინა კარგავს მიწებს და მომავალშიც დაკარგავს

    ლავროვი: ევროკავშირი არ მალავს რუსეთთან ომისთვის მზადების გეგმებს

  • გართობა
    • ყველა
    • ა კიდო
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო
შედეგი არ არის
ყველა შედეგი
  • მთავარი
    • ყველა
    • დღის ფოტო
    • კულტურა
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • სპორტი
    • ფინანსები

    უცნაური საახალწლო ტრადიციები

    საქართველოს ბანკი მსოფლიოში საუკეთესო ციფრული ბანკია მცირე და საშუალო ბიზნესებისთვის

    “გურია ნიუსის” ზარს მოყოლილი რეაგირება

    ენერგო-პრო ჯორჯიას აბონენტთა საყურადღებოდ!

    წყალდიდობის შედეგად ასობით ადამიანი დაიღუპა და დაკარგულად ითვლება (უცხოეთი)

    წვენის დიეტა

    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV

    ხანძარი ავჭალაში _ ვიდეოკადრები შემთხვევის ადგილიდან

    ია მამალაძე: “მედიის თავისუფლება ქვეყნის დემოკრატიული განვითარების ქვაკუთხედია”

    აპრილის თოვლი გურიაში

    დაკავებულებს თეთრ მიკროავტობუსებში ამწყვდევენ

    ნიღბიანი კაცი პოლიციის ფორმის გარეშე “გურია ნიუსის“ კამერას ხელს ურტყამს

    ნიკა მელიას დაკავების კადრები

  • კარმიდამო ჩემი
    • ყველა
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
    • ჩვენი რჩევები
    • ხელგარჯილობა

    მარალფალფა -საუცხოო საკვები პირუტყვისთვის  და შოთა მახარაძის გამართლებული ცდა

    სოფლის განვითარების პრობლემები  გურიაში: „ ახლა ჰაერივით საჭიროა მაგალითების შექმნა“

    როგორია კვერცხის შეღებვის საუკეთესო წესი

    მძაღის საწებელი – უძველესი გურული საწებლის რეცეპტი

    როგორ განვაახლოთ ბუნებრივად და ხელოვნურად ტყე

    “სასულიერო ცხოვრება სამეურნეო საქმიანობას არ გამორიცხავს _ ასეც უნდა იყოს”

    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია

    შობა და კალანდა გურიაში _ ამონარიდები სხვადასხვა მოგონებიდან

    ,,ტირილი” ძველ გურიაში

    რით იკვებებოდნენ გურულები (მხატვრული ნაწარმოებების მიხედვთ)

    კიდევ ერთხელ გურული მხედრების შესახებ

    როგორ დაიწერა „დინამო, დინამო“

    „ფირალად“ გავარდნა

  • ფეისბუქსტატუსები

    “ვიცი, შევაღონე საზოგადოება ჩემი ტრაგედიით, მაგრამ ეს პოსტი აუცილებლად უნდა დავწერო!

    უნდა მივიღოთ თუ არა „სიცხის დამწევი“ პრეპარატები ვირუსული ინფექციის დროს

    “როგორც აღმოჩნდა, ბაჩო დააკავეს და ანა გამოუშვეს” _ მძინარაშვილი

    გლდანიდან საგანგაშო ინფორმაცია ვრცელდება – “მშობლებო, იყავით ფრთხილად”

    დაბადების დღეს ვულოცავ პრეზიდენტს, რომელმაც… _ ნანუკა ჟორჟოლიანი

    ,,ქოცებმა დამნიშნეს ციხის მაყურებლად“ – მიხეილ სააკაშვილი

  • 21-ს ქვევით

    სამტრედიელი საბა ნაცვლიშვილი ეროვნული სასახლის მედიათეკის ხატვის კონკურსის გამარჯვებულია

    ჩოხატაურელი მაშიკო ჩხიკვაძე “ევერესტის” საგაზაფხულო სეზონის ოქროს ათეულში მოხვდა

    „სიყვარულით მომავლისკენ“: ახალი სასწავლო წელი და დაფაზე  ორსიტყვიანი წარწერა

    რამდენი ოქროსა და ვერცხლის მედალოსანია წელს ლანჩხუთში

    რამდენმა ჩააბარა და რამდენი ჩაიჭრა- როგორია ეროვნული გამოცდების შედეგები საგნების მიხედვით

    ოზურგეთელი ანანო ჩხაიძის წარმატება ეროვნულებზე

  • მსოფლიო

    ტრამპმა დაასახელა ქვეყანა, რომელსაც, ვენესუელის შემდეგ, “რაღაც უნდა მოუხერხონ”

    რუსეთი: “მადუროს დაპატიმრება „დამოუკიდებელი სახელმწიფოს სუვერენიტეტის მიუღებელი დარღვევაა“

    მარკო რუბიო: “ჩვენ შევაჩერეთ საომარი მოქმედებები ვენესუელაში, რადგან მადურო დაპატიმრებულია”

    საპროტესტო აქციების დროს არეულობის შედეგად რამდენიმე ადამიანი დაიღუპა (უცხოეთი)

    დიმიტრი პესკოვი – უკრაინა კარგავს მიწებს და მომავალშიც დაკარგავს

    ლავროვი: ევროკავშირი არ მალავს რუსეთთან ომისთვის მზადების გეგმებს

  • გართობა
    • ყველა
    • ა კიდო
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო
შედეგი არ არის
ყველა შედეგი
გურია ნიუსი
შედეგი არ არის
ყველა შედეგი

“სამწუხაროდ, საზოგადოების დიდ ნაწილში თვლიან, რომ ძალადობა ნორმაა”

13:12; 24.12.2018
საზოგადოება
Share on FacebookShare on TwitterEmail

ოჯახში ძალადობის ყველაზე დაბალი მაჩვენებელი გურიაშია _ ეს ინფორმაცია 2018 წლის 9 ნოემბერს მედიით გავრცელდა.

საქსტატის მონაცემებით, საქართველოში ბოლო 9 თვის განმავლობაში, ოჯახში ძალადობის მსხვერპლი 5 098 ადამიანი გახდა. მათ შორის, 747 კაცი და 4 351 ქალი.

როგორც ირკვევა, ყველაზე მეტი მოძალადე თბილისშია რეგისტრირებული, ჯამში, სულ 1 988. შესაბამისად, მსხვერპლი დედაქალაქში ყველაზე მაღალია _ 2 047.

რაც შეეხება რეგიონებს, მსხვერპლისა და ძალადობის მხრივ, ლიდერობს აჭარა: მსხვერპლი _ 616, მოძალადე _ 614. ოჯახში ძალადობის კუთხით ყველაზე დაბალი მაჩვენებელი გურიაშია.

ვებგვერდზე _ police.ge დევს სტატისტიკური მონაცემები 2013-2018 წლის ნოემბრის ჩათვლით. საიდანაც ირკვევა, რომ ხუთი წლის განმავლობაში 3 ქალი მოკლეს _ ერთი ლანჩხუთის მუნიციპალიტეტში და ერთი ოზურგეთის მუნიციპალიტეტში, ორივე მათგანი ოჯახში ძალადობის მსხვერპლი იყო. ბოლო შემთხვევა, 2018 წელს მოხდა _ ძმამ და მოკლა. საქმე მალევე გაიხსნა, მაგრამ დაკავებული თავს დამნაშავედ არ ცნობდა.

“ჩემს დასთან კონფლიქტი არაფერზე მქონია და ძალიან მეგობრულად ვცხოვრობდით. მე ადრე გარდამეცვალა მეუღლე, ჩემი და კი გაუთხოვარი იყო და აქედან გამომდინარე, გადავწყვიტეთ, ერთად გვეცხოვრა. ბოლო დროს ჩემი და ავადმყოფობდა და მძიმე მდგომარეობაში იყო. სახლის ერთ ოთახში რკინის ღუმელი იდგა. ის სკამით ასულიყო ღუმელზე და სავარაუდოდ, მილის გასწორება უნდოდა. სკამიდან ჩამოვარდა, ღუმელს თავი დაარტყა და როცა ვნახე, გარდაცვლილი იყო. გადავწყვიტე ეზოში დამესაფლავებინა და გამომეცხადებინა, რომ ჩემი და დაიკარგა. ასე იმიტომ მოვიქეცი, რომ მეზობლებს ეჭვი არ გასჩენოდათ, თითქოს და მე მოვკალი. ასეთი იდიოტური შეცდომა მომივიდა. უდიდესი შეცდომა დავუშვი, რომ მეზობლებს არ დავუძახე. არ ვიცი, მეზობლებს რა ინფორმაცია ჰქონდათ, რის ნიადაგზე აცნობეს პოლიციას, რომ მე და ჩემს დას შორის კონფლიქტი იყო და მე აგრესიული ადამიანი ვარ, მაგრამ ეს სიმართლეს არ შეესაბამება.

ძალიან შერცხვენილი ვარ, რადგან წლების განმავლობაში სხვადასხვა თანამდებობაზე ვმუშაობდი და ამ სიბერეში ასეთი ამბავი დამემართა. თუ მეღირსა აქედან გამოსვლა, თუნდაც ერთი საათით, მე თავს არ ვიცოცხლებ და სიცოცხლეს თვითმკვლელობით დავასრულებ”, _ თქვა სასამართლოს ერთ-ერთ სხდომაზე რ.თ-ძემ.

“გურია ნიუსი” რ.თ-ძის ადვოკატს დავით მამალაძეს დაუკავშირდა. მისი თქმით. რ.თ-ძე მკურნალობას ხონში გადის, რადგან მკვლელობის ჩადენის დროს მას ჯანმრთელობის კუთხით ჰქონდა სერიოზული პრობლემა.

რა ხდება, რას ამბობენ ციფრები და რა არის რეალობ? _ “გურია ნიუსი” შეეცადა, ამ კითხვებზე პასუხები შს სამინისტროდან, სახალხო დამცველის აპარატიდან და არასამთავრობო ორგანიზაციიდან მიეღო.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ადამიანის უფლებათა დაცვის დეპარტამენტის განსაკუთრებით მნიშვნელოვან საქმეთა ინსპექტორი გოგა ხატიაშვილი “გურია ნიუსთან” საუბრის დროს ამბობს: “მომართვიანობა არის მნიშვნელოვნად გაზრდილი და ამას ზოგადი სტატისტიკური მონაცემებიც მოწმობს _ წინა წელთან შედარებით გაორმაგებულია შემაკავებელი ორდერების გამოცემა და ასევე, გამოძიების დაწყების მაჩვენებელი.

ამას ვხსნით ორი გარემოებით: ერთი მხრივ, ნდობა პოლიციელების და სამართალდამცავი უწყებების მიმართ მეტად გაზრდილია და მეორე მხრივ,  თავად მოსახლეობას აქვს ინფორმაცია იმ სამართლებრივი ბერკეტების შესახებ, თუ როგორ უნდა მოიქცნენ მათ მიმართ ძალადობის ჩადენის შემთხვევაში, თუმცა, რა თქმა უნდა, ჩვენ ვფიქრობთ, საზოგადოების ცნობიერებაში კიდევ გვაქვს გარკვეული ინტერვენციები შესატანი და ამისთვის ჩვენ სხვადასხვა მექანიზმს ვიყენებთ, რომ საზოგადოების ცნობიერება კიდევ უფრო მეტად გავზარდოთ”.

ჩვენ მიერ მოპოვებული ცნობებით, ამ ეტაპზე ნაკლები ინფორმაცია აქვთ სოფლებში მცხოვრებ ადამიანებს. ასევე, იკლო მიმართვიანობამ, მაგრამ არა ფაქტებმა. გოგა ხატიაშვილი ამბობს, რომ ზოგადად, ოჯახში ძალადობა არის ძალიან კომპლექსური საკითხი: “ეს არ არის მხოლოდ სამართლებრივი სფერო და მის უკან ბევრი სოციალური საკითხი დგას, ამიტომაც მთელ ამ პროცესს უნდა შევხედოთ ძალიან კომპლექსურად, მხოლოდ ერთი მიმართულებით კონკრეტული ნაბიჯის გადადგმა, ამაში ვგულისხმობ იძულებითი ნაბიჯების გადადგმას, სამართლებრივი რეაგირება საკმარისი არ არის და ძალადობის მსხვერპლებს სჭირდებათ სხვაგვარი გაძლიერება”.

ხატიაშვილის თქმით, “მათი საჭიროებები გულისხმობს შესაბამისი სერვისების შეთავაზებას, ეკონომიკურ გაძლიერებას, რათა კიდევ უფრო მეტად შეატყობინონ ასეთი ფაქტების შესახებ პოლიციას. ამიტომ, სახელმწიფომ ძალიან კომპლექსურად უნდა იმოქმედოს ამ პრობლემის სპეციფიკიდან გამომდინარე. რეგიონებში ცნობიერება შედარებით ნაკლებია. ჩავდივართ ხოლმე რეგიონებში, ვთანამშრომლობთ არასამთავრობო ორგანიზაციებთან, რომლებიც აწყობენ შეხვედრას მოსახლეობასთან, მათ შორის, შეხვედრები გვქონდა გურიაშიც და კონკრეტულად მივაწოდეთ ინფორმაცია ადამიანებს, რომ პრობლემის შემთხვევაში მოგვმართონ.

მნიშვნელოვან გამოწვევას წარმოადგენს ის ფაქტი, რომ ოჯახში ძალადობის მსხვერპლებს მომართვის შემდეგ საჩივრები გააქვთ და ამბობენ, რომ მოძალადეების მისამართით პრეტენზია არ აქვთ. თუმცა, სამართლებრივად რომ შევხედოთ, ის, რომ მსხვერპლმა უარი განაცხადა სამართლებრივი წარმოების გაგრძელებაზე, ჩვენთვის დამაბრკოლებელი გარემოება არ არის და სასამართლოს პრაქტიკაში გვაქვს არაერთი მაგალითი, რომ დაზარალებულს არ მიუცია ჩვენება, მაგრამ ჩვენ გაგვიგრძელებია გამოძიება და გამამტყუნებელი განაჩენიც დამდგარა.

 ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პოლიციელი, რომელიც ოჯახური დანაშაულის საქმეზე მუშაობს, იყოს არა მარტო სამართლებრივად მომზადებული, ასევე მგრძნობელობაც ძალიან მაღალ დონეზე ჰქონდეს, რათა მან თავისი დამოკიდებულებით მხარდაჭერა გამოუცხადოს მსხვერპლს.

ჩვენ დავიწყეთ პოლიციელების გადამზადებით პროცესი და დაახლოებით 150-მა პოლიციელმა გაიარა სპეციალიზაცია. თავდაპირველად დავგეგმეთ პოლიციელების გადამზადება იქ, სადაც ყველაზე მაღალია ოჯახური დანაშაული, მაგრამ ეტაპობრივად ყველა რეგიონის პოლიციელი გაივლის მას. ეს არის ხუთდღიანი ტრენინგკურსი, სადაც პოლიციელებთან შედის არამარტო იურისტი, რომელიც სამართლებრივ მექანიზმებს უხსნის და დეტალებს არკვევს, არამედ ფსიქოლოგიც, რომელიც მუშაობს მგრძნობელობის ამაღლებაზე და ა.შ.

2018 წლის 1 სექტემბრიდან ამოქმედდა რისკების შეფასების სისტემა. ყოველთვის იდგა დღის წესრიგში საკითხი, რომ პოლიციელი, რომელიც შემთხვევის ადგილზე მიდიოდა, არსებულ რისკებს სრულყოფილად ვერ განსაზღვრავდა და უკან ბრუნდებოდა ისე, რომ მთლიან სურათს ვერ ადგენდა, თუ ოჯახში რამდენად მაღალი იყო ძალადობის განმეორებითი რისკი. ამისთვის შევქმენით ახალი სისტემა, რაც გულისხმობს შემდეგს: ეს არის სტრუქტურული კითხვების ჩამონათვალი, რომელიც პოლიციელმა მსხვერპლს უნდა დაუსვას. ამის შემდეგ პოლიციას სრულყოფილი პასუხი ექნება, როგორც კონფლიქტის, ისე მასში მონაწილე სუბიექტების შესახებ და შესაბამის ღონისძიებებს გაატარებს. მაგალითად, პოლიციელი მივიდა შემთხვევით ადგილზე, შემაკავებელი ორდერი გამოსცა და მოძალადეს გარკვეული ვალდებულებები განუსაზღვრა. ამის შემდეგ პოლიციელი ოჯახთან მუშაობას არ ამთავრებს, გეგმავს კონკრეტულ მოძალედესთან და მსხვერპლთან კომუნიკაციის შესახებ. ეს არის სისტემა, რომელიც მინიმუმამდე შეამცირებს ან გამორიცხავს ძალადობის განმეორებითი რისკებს.

მთელი ქვეყნის მასშტაბით, 2018 წელს სექტემბრის თვეში ყველაზე მაღალია ორდერების გამოცემის მაჩვენებლები. ეს ნიშნავს, რომ რისკების შეფასების სისტემის დანერგვის შემდეგ პოლიციელები უფრო სრულყოფილად აანალიზებენ არსებულ სიტუაციას შესაბამისად უფრო მეტად სრულყოფილად ხდება არსებული კონფლიქტებისა და სიტუაციების შეფასება. რა თქმა უნდა, ჩვენ ვფიქრობთ, რომ იმ ძალისხმევამ, რომელიც სამინისტრომ და კონკრეტულად დეპარტამენტმა დაგეგმა, საკმარისი არ არის და კვლავ ვგეგმავთ აქტივობებს, რათა საბოლოოდ სახელმწიფოს პასუხი ასეთი სახის დანაშაულებებზე იყოს მაქსიმალურად ადეკვატური.”

“ქალები რეგიონის განვითარების” ხელმძღვანელი ქეთევან ხიდაშელი ამბობს, რომ როცა საქმე ოჯახში ძალადობას ეხება, უფრო სიღრმისეული, თვისობრივი კვლევაა საჭირო.

ქეთევან ხიდაშელი: “სხვა შემთხვევაში, უბრალოდ ციფრების დათვლა რეალურ სურათს ვერ მოგვცემს. მაგალითად, როდესაც სოფელ გაღმა დვაბზუში ქალი მოკლეს, რომელიც ჩვენი ბენეფიციარი იყო, მესამე დღეს ოზურგეთში სოფლის გამგებლებთან შეხვედრა ჩატარდა. ჩვენი სოფლის გამგებელს მკვლელობამდე ჰქონდა ინფორმაცია, რომ ამ ოჯახში კონფლიქტი იყო, მაგრამ ჩვენამდე ეს ინფორმაცია არ მოსულა. ამ შეხვედრაზე გაჟღერდა მოსაზრება, რომ თითქოს ჩვენ, არასამთავრობო ორგანიზაციები თითიდან გამოწოვილ პრობლემებს ვეძებთ. საუბარი იყო იმაზე, რომ ძალადობა არ არის, რომ ეს ხელოვნურად შექმნილი პრობლემაა. სწორედ ამან მომცა ინსპირაცია, რომ გამეკეთებინა პროექტი გენდერული ძალადობის დასაძლევად, რომლის ფარგლებშიც გამოვეცით წიგნი: ქალთა ზეპირი ისტორიები. ამ წიგნისთვის ჩვენ არ გვიძებნია ქალები ძალადობის მსხვერპლის პრინციპით. რადგან ერთგვარად უხერხულია, როცა მიდიხარ ოჯახში ამგვარი პრობლემის მქონე ქალთან და ეუბნები, რომ მისგან ინტერვიუ გინდა. ამიტომ ვინც კი დაგვთანხმდა ამ ინტერვიუზე, ყველა ჩავწერეთ. ნიშანდობლივია რომ ყველა რესპონდენტი ქალის ისტორიაში იყო ძალადობის ელემენტები, თუმცა, ეს ქალები ასეთ ფაქტორებს ძალადობად არ თვლიდნენ და თხრობის პროცესში ამაზე არც დიდი აქცენტი გაუკეთებიათ. ეს არის მაგალითი, რომ როცა სიღრმისეულ კვლევას ვაკეთებთ, მაშინ ვხვდებით, რომ გარემო ძალადობრივია. ოჯახებში, სადაც ქალი ან კაცი, ვერც კი აცნობიერებენ, რომ ძალადობა ხდება, შესაბამისად, არც მიმართვიანობაა, თუმცა ეს იმას არ ნიშნავს, რომ ძალადობა არ ხდება.

სწორედ ამ არგუმენტებს ამყარებს სტატისტიკა, რომელიც გამოქვეყნდა. იქ, სადაც დაბალია ცნობიერება და ადამიანმა არ იცის, რა არის ძალადობა, ბუნებრივია, ის არც თვლის თავს მსხვერპლად და დასახმარებლადაც არავის მიმართავს. სწორედ ამიტომ, როდესაც ეს სტატისტიკა გამოქვეყნდა, მასზე დაყრდნობით გაეროს ქალთა ორგანიზაციამ შეარჩია კახეთისა და გურიის რეგიონები, სადაც ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ კამპანია უნდა ჩატარებულიყო. ვფიქრობ, ასეთი შინაარსის კამპანიები ინტენსიურადაა ჩასატარებელი როგორც საზოგადოებასთან, ისე იმ ინსტიტუციებთან, რომლებსაც სხვადასხვა თვალსაზრისით ამ ტიპის პრობლემებზე მუშაობა და რეაგირება ეხებათ. ბევრი სოფელი უნდა დავფაროთ, კარდაკარ უნდა ვიმუშაოთ, რომ ადამიანებს გავაგებინოთ, რა არის ძალადობა.

სამწუხაროდ, საზოგადოების დიდ ნაწილში თვლიან, რომ ძალადობა ნორმაა, მაგრამ თუ გააგებინებ, რომ ეს არ არის ნორმალური, ადამიანები უკვე იწყებენ საკუთარი თავის დაცვას.

ახლა სახელმწიფოც ჩართულია და მისი მხრიდან ბევრი ნაბიჯი გადაიდგა. ძალიან კარგია ისიც, რომ გაეროს ორგანიზაციამ ოზურგეთში კრიზისული ცენტრი გახსნა, სადაც ფსიქოლოგიურ და იურიდიულ კონსულტაციებს გასცემენ. ბევრი რამ უკვე ამუშავდა. თუმცა, ამდენი წლის მანძილზე ეს თემა მიგდებული იყო პოლიციისგანაც და პროკურატურისგანაც. ოჯახში ძალადობას დანაშაულად არც თვლიდნენ. შესაბამისად, მოიკლო მიმართვიანაობამაც. როცა ქალი პოლიციაში მიდიოდა და დანაშაულის შესახებ აცხადებდა, საკმაოდ არასერიოზული და აგდებული დამოკიდებულება ხვდებოდა. ერთი შემთხვევა იყო, როცა ოჯახში კონფლიქტი სიგარეტის მოწევის გამო მოხდა. როცა ადგილზე პოლიცია მივიდა და კონფლიქტის მიზეზი გაიგეს, ერთ-ერთმა პოლიციელმა თქვა, ასეთ დროს მეც დავარტყამდიო. ასეთი მძიმე პრაქტიკა გვქონდა. როცა ნდობა იკარგება, მიმართვიანობაც იკლებს. ახლა ვნახოთ, რა შედეგს გამოიღებს სახელმწიფოს მიერ გადადგმული ნაბიჯები, დონორი ორგანიზაციების საქმიანობა. თუ გურიაში მიმართვიანობა მოიმატებს, ესე იგი ამ ყველაფერმა იმუშავა. როდესაც მიმართვაზე სწორი და ადეკვატური რეაგირება იქნება და ადამიანი თავს დაცულად იგრძნობს თავს, ამ გამოცდილებას ის სხვასაც გაუზიარებს და შემდეგ უკვე ის სხვაც მოითხოვს დახმარებას.

სტატისტიკა ოჯახში ძალადობის კუთხით რელევანტური არ არის. სადაც მიმართვიანობა დაბალია, ყველაზე მეტი პრობლემა სწორედ იმ წერტილშია. სწორედ ამიტომ მიიღო გაეროს ქალთა ორგანიზაციამ კრიზისული ცენტრის ოზურგეთში გახსნის გადაწყვეტილება.”

სახალხო დამცველის გენდერული თანასწორობის დაცვის დეპარტამენტის უფროსი, ანა ილურიძე ამბობს, რომ ზოგადად, ბოლო ერთი წლის განმავლობაში ოჯახში ძალადობისა და ქალთა მიმართ ძალადობის იდენტიფიცირების შემთხვევებმა იმატა. რასაც შედეგად სამართალდამცავი უწყებების მხრიდან რეაგირების გაზრდილი რიცხვი მოჰყვა. ეს ძალიან მისასალმებელია. ამის ერთ-ერთი კონტრიბუციული ფაქტორია ისიც, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროში შეიქმნა ადამიანის უფლებათა დაცვის დეპარტამენტი, რომელიც ოჯახში ძალადობის და ქალთა მიმართ ძალადობის საქმეებს ზედამხედველობას უწევს. ასევე, ძალიან გაიზარდა და დაიხვეწა მსხვერპლის დაცვის და დახმარების შესაძლებლობები. ამაში, პირველ რიგში, კრიზისული ცენტრები და თავშესაფრები იგულისხმება. ასეთი ცენტრი ბოლოს 7 დეკემბერს ოზურგეთში გაიხსნა.

ანა ილურიძე: “ზემოთ ჩამოთვლილი ფაქტორების გათვალისწინებით, მსხვერპლებისთვის უკვე მრავალი ხელმისაწვდომი სერვისი არსებობს. თუმცა, ამ მიღწევების მიუხედავად, პრობლემად რჩება ცნობიერების ძალიან დაბალი დონე, მათ შორის დაცვის და დახმარების იმ სერვისებთან დაკავშირებითაც, რაც სახელმწიფოს აქვს. ცნობიერების დაბალი დონე კი საბოლოოდ იდენტიფიკაციის დაბალ რიცხვს გვაძლევს. ასეთივე ვითარებაა გურიაშიც. ამ რეგიონში გამოცემული შემაკავებელი ორდენების რიცხვი ძალიან დაბალია. ამის მიზეზია ის, რომ ხალხმა არ იცის რომ კონკრეტული ქმედება ძალადობაა და სანამ ურთიერთობა უკიდურეს ფორმას არ მიაღწევს, მანამდე ვერ მიდიან სამართალდამცავ უწყებებამდე. პრობლემაა პრევენციაც. პრევენციას არა აქვს ადგილი არც სკოლებში არც სხვა დაწესებულებებში.

 სახალხო დამცველს გურიაში გენდერის მიმართულებით თავისი წარმომადგენელი ჰყავს. მას შემდეგ, რაც მან ამ საკითხებზე მუშაობა დაიწყო, ჩვენთვის აბსოლუტური სიურპრიზი აღმოჩნდა, რომ გურიაში ადრეულ ასაკში ქორწინების რიცხვი მაღალია. ეს შეიძლება ცუდი ეკონომიკური მდგომარეობით აიხსნას. როგორც ჩანს, რთულ მატერიალურ პირობებში გოგონებს ერთადერთ გამოსავლად გათხოვება მიაჩნიათ. ძალიან ხშირად, ადრეულ ასაკში ქორწინების მსხვერპლები ასევე ხდებიან ოჯახში ძალადობის მსხვერპლებიც.

ამასთანავე, გურიისთვის დამახასიათებელია, რომ ქორწინების შემდეგ სწავლის გამგრძელებელი ქალების რიცხვი დაბალია. შანსი, რომ ადრეულ ასაკში ქორწინების მსხვერპლმა საგანმანათლებლო დაწერესებულებაში სწავლა გააგრძელოს, ძალიან მცირეა. რაც კიდევ ცალკე პრობლემაა.

ქალთა მკვლელობებს რაც შეეხება, კვლავ მაღალი რჩება. არსებობს რიგი გამოტოვების, რასაც სახალხო დამცველი თავის ანგარიშებში უსვამს ხაზს, მათ შორის როგორც საგამოძიებო ეტაპზე დაშვებული ხარვეზები, ასევე საამართლო ეტაპზე გამოვლენილი ხარვეზები, იმედი მაქვს ამ რეკომენდაციებს გაითვალისწინებს როგორც პროკურატურა, ისე სასამართლო”.

გაზიარებაTweetSend

ამავე კატეგორიაში

საზოგადოება

“ღვიძელი” და “შობის ღამე” გურიაში

21:47; 3 იანვარი, 2026
საზოგადოება

მარში მზიას თავისუფლებისთვის

21:02; 3 იანვარი, 2026
საზოგადოება

საქართველოს რკინიგზა განცხადებას ავრცელებს

15:54; 3 იანვარი, 2026
საზოგადოება

საახალწლო სტატისტიკა

11:53; 3 იანვარი, 2026
საზოგადოება

მოსალოდნელია ძლიერი ყინვა- გაფრთხილება ამინდის შესახებ

10:58; 3 იანვარი, 2026

"ბანკების მერე, პარკირების წესი ხალხის გატყავების შეფუთული საშუალებაა"

"ოჯახში ძალადობის პრობლემის მოგვარებაში თვითმმართველობის როლი ძალიან მნიშვნელოვანია''

ყველა სიახლე

საზოგადოება

“ღვიძელი” და “შობის ღამე” გურიაში

21:47; 3.01.2026
საზოგადოება

მარში მზიას თავისუფლებისთვის

21:02; 3.01.2026
მსოფლიო

ტრამპმა დაასახელა ქვეყანა, რომელსაც, ვენესუელის შემდეგ, “რაღაც უნდა მოუხერხონ”

19:42; 3.01.2026
სამართალი

“სასამართლომ ორივე ბრალდებულს სასჯელის სახედ და ზომად 17-17 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა”

17:58; 3.01.2026
მსოფლიო

რუსეთი: “მადუროს დაპატიმრება „დამოუკიდებელი სახელმწიფოს სუვერენიტეტის მიუღებელი დარღვევაა“

16:30; 3.01.2026
მსოფლიო

მარკო რუბიო: “ჩვენ შევაჩერეთ საომარი მოქმედებები ვენესუელაში, რადგან მადურო დაპატიმრებულია”

16:18; 3.01.2026
ფინანსები

პაატა კუნჭულია: „მთავარია, რომ არის მშვიდობა“

15:54; 3.01.2026
საზოგადოება

საქართველოს რკინიგზა განცხადებას ავრცელებს

15:54; 3.01.2026
სამართალი

საქართველოდან გააძევეს პირი, რომელმაც გმირთა მოედნის მიმდებარედ აკუსტიკური იარაღიდან ისროლა

12:21; 3.01.2026
საზოგადოება

საახალწლო სტატისტიკა

11:53; 3.01.2026
საზოგადოება

მოსალოდნელია ძლიერი ყინვა- გაფრთხილება ამინდის შესახებ

10:58; 3.01.2026
სამართალი

ავტოსაგზაო შემთხვევას ორი ადამიანი ემსხვერპლა

9:43; 3.01.2026
სამართალი

ავტოსაგზაო შემთხვევა თბილისში – ვიდეო ადგილიდან

9:34; 3.01.2026
ზაფრანი

როგორ გავატაროთ ახალი წლის 12 დღე

9:26; 3.01.2026
ზაფრანი

ამერიკული საახალწლო „ტრადიცია“

9:20; 3.01.2026

დღის ფოტო

დღის ფოტო

აგავას ყვავილობა ოზურგეთში

12:26; 17.06.2025
0

პატარა ლუკა სიმონიშვილი პატივს მიაგებს სამშობლოს დამცველს

17:21; 26.05.2025

ფეისბუქსტატუსები

ფეისბუქსტატუსები

“ვიცი, შევაღონე საზოგადოება ჩემი ტრაგედიით, მაგრამ ეს პოსტი აუცილებლად უნდა დავწერო!

12:29; 30.12.2025
0

უნდა მივიღოთ თუ არა „სიცხის დამწევი“ პრეპარატები ვირუსული ინფექციის დროს

12:19; 28.12.2025

ხსოვნა

ხსოვნა

ვლადიმერ (ლადო) ლომჯარია

10:35; 3 მაისი, 2025
ხსოვნა

ხატუა (კლაუდია) ლომჯარია

10:33; 5 აპრილი, 2025

გურია ნიუსი

gurianews@gurianews.com
  • რეკლამა საიტზე
  • რეკლამა გაზეთში
  • ჩვენ შესახებ

Developed By  Web Features  2026 © All rights reserved

შედეგი არ არის
ყველა შედეგი
  • მთავარი
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV
  • კარმიდამო ჩემი
    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია
  • ფეისბუქსტატუსები
  • 21-ს ქვევით
  • მსოფლიო
  • გართობა
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო