ქალთა ფონდი „სოხუმის“ თბილისის ოფისის წარმომადგენელმა – ეკატერინე გამახარიამ მონაწილეობა მიიღო WAVE ქსელის მიერ ორგანიზებულ სამუშაო შეხვედრაში ვენაში ეუთოს მიერ დაფინანსებული ახალი პროექტის დასაწყებად კონფლიქტურ და პოსტკონფლიქტურ ზონებში ძალადობის მსხვერპლი ქალების მხარდასაჭერად. პროექტის მიზანია შეიმუშაოს ის ინსტრუმენტები, რომელიც ასახავს ქალთა არასამთავრობო ორგანიზაციების საუკეთესო პრაქტიკებს ომის დროს და ომის შემდეგ გენდერული ძალადობის პრევენციისა და მათზე რეაგირების საკითხებზე. პროექტის მონაწილეებმა ერთმანეთს გაუზიარეს მოსაზრებები სახელმძღვანელო ინსტრუმენტების მნიშვნელობაზე, განსაზღვრეს მიზანი და პოტენციური სამიზნე აუდიტორია. გარდა ამისა, სტრუქტურა და პრაქტიკები, რომელსაც უნდა შეიცავდეს საბოლოო დოკუმენტი.
პროექტში ჩართული არიან WAVE წევრი ორგანიზაციები – სექსუალური ძალადობის მსხვერპლთა კრიზისული ცენტრი (ერევანი, სომხეთი), ქალთა ფონდი „სოხუმი“ (ქუთაისი, საქართველო), გაერთიანებულ ქალთა ფონდი Banja Luka (ბანა ლუკა, ბოსნია და ჰერცეგოვინა) და ცენტრი „ქალთა პერსპექტივები“ (ლვოვი, უკრაინა). დამატებითი ინფორმაცია პროექტის შესახებ შეგიძლიათ იხილოთ შემდეგ ბმულზე – https://wave-network.org/new-project-supporting-women-survivors-of-violence-in-conflict-and-post-conflict-areas/
ეკატერინე გამახარია დაესწრო WAVE-ის მრჩეველთა საბჭოს წევრების სხდომის ბოლო სესიას (11 მაისი), სადაც მას შესაძლებლობა ქონდა თავისი იდეები გაეზიარებინა იმის შესახებ, თუ როგორ განახორციელოს WAVE-ის პროექტები და ქსელის წევრ ორგანიზაციებში დაგროვილი ფართო ექსპერტიზა უფრო ხელმისაწვდომი და მომგებიანი ქალთა ორგანიზაციებისათვის.
(R)