სამუშაო სივრცეში უსაფრთხოებისა და ჯანმრთელობის დაცვის მინიმალური მოთხოვნების შესახებ ტექნიკური რეგლამენტი დამტკიცდა.
აღნიშნული რეგლამენტი მიღებულია ასოცირების ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების ფარგლებში.
სამუშაო სივრცეში უსაფრთხოებისა და ჯანმრთელობის დაცვის მინიმალური მოთხოვნების შესახებ – ტექნიკური რეგლამენტი შემუშავებულია „შრომის უსაფრთხოების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მიზნებიდან გამომდინარე და ადგენს მინიმალურ მოთხოვნებს შენობა-ნაგებობებში განთავსებულ სამუშაო სივრცეებთან მიმართებაში.
რეგლამენტით შემუშავებულია დასაქმებულთა შრომის უსაფრთხოებისა და ჯანმრთელობის დაცვისათვის აუცილებელი მინიმალური მოთხოვნები, რომელიც არეგულირებს შედეგ საკითხებს:
- შენობების მედეგობა და კონსტრუქციული სიმტკიცე
- სახანძრო უსაფრთხოება
- საევაკუაციო გზები და გასასვლელები
- საფრთხის შემცველი ადგილები
- ესკალატორები და მოძრავი სავალი ბილიკები, ასევე, სატვირთო პლატფორმები და პანდუსებთან დაკავშირებული საკითხები
- ასევე განსაზღვრულია დახურული სამუშაო სივრცის პარამეტრები, მათ შორის: მიკროკლიმატი, განათება, ვენტილაცია.
რეგლამენტით ასევე დადგენილია მინიმალური მოთხოვნები შეზღუდული შესაძლებლობის მქონე (შშმ) დასაქმებულთა და ორსული ქალებისათვის.
სამუშაო სივრცეში უსაფრთხოებისა და ჯანმრთელობის დაცვის მინიმალური მოთხოვნების შესახებ ტექნიკური რეგლამენტი მიღებულია 1989 წლის 30 ნოემბრის 89/654/EEC დირექტივის საქართველოს კანონმდებლობაში ჰარმონიზაცის ფარგლებში.