სან-დიეგოს ზოოპარკის ორ გორილას კორონავირუსი დაუდასტურდა. ამის შესახებ ინფორმაციას The Guardian ზოოპარკის პრესსამსახურის მიერ გავრცელებული ინფორმაციის საფუძველზე ავრცელებს.
გამოცემის ინფორმაციით, ტესტირების ჩატარების გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღეს, რაც გორილებს ხველება დაეწყო.
ზოოპარკის აღმასრულებულმა დირექტორმა, ლიზა პეტერსონმა განაცხადა, რომ სავარაუდოდ, გორილების ინფიცირების წყარო ზოოპარკის, ველური ბუნების დაცვის ჯგუფის თანამშრომელი იყო, რომელსაც დაავადების უსიმპტომო ფორმა ჰქონდა.
ასევე ზოოპარკის ადმინისტრაცია აღნიშავს, რომ არ არის გამორიცხული, რომ კორონავირუსი ზოოპარკის სხვა ბინადრებს დაუდასტურდეს.