სანამ ადამიანების სიცოცხლეს არ დაემუქრა საფრთხე პოლიცია არ განძრეულა – ეს განცხადება, შს მინისტრმა გააკეთა.
გუშინ მოხდა უაღრესად სამწუხარო ფაქტი, პოლიტიკოსებმა და პოლიტიკურმა პარტიებმა შეძლეს მოქალაქეების გულწრფელი პროტესტი გადაეზარდათ ძალადობაში, რომელმაც საბოლოოდ მიიღო შტურმის სახე – ეს განცხადება შს მინისტრმა რამდენიმე წუთის წინ გააკეთა.
გახარია ამბობს, რომ მოხდა ჯგუფური თავდასხმები პოლიციაზე.
“გუშინ იყო ძალიან მძიმე დღე. გუშინ მოხდა უაღრესად სამწუხარო ფაქტი, გუშინ პოლიტიკოსებმა შეძლეს ჩვენი მოქალაქეების სამართლიანი პროტესტი გადაეზარდათ ძალადობაში, რომელიც იყო მიმართული პოლიციის წინააღმდეგ, ინსტიტუციების წინააღმდეგ, ძალადობაში რომელმაც საბოლოოდ მიიღო პარლამენტის შტურმის სახე. მოხდა ჯგუფური თავდასხმები პოლიციაზე, მოხდა ჯგუფური თავდასხმები პარლამენტში შეღწევის მიზნით. სამწუხაროდ სიტუაცია დაიძაბა ისე რომ პოლიცია იძულებული გახდა გამოეყენებინა სპეციალური საშუალებები,”-განაცხადა გახარიამ.
გიორგი გახარიას განცხადებით პოლიტიკურმა ლიდერებმა მას შემდეგ, რაც მოახდინეს პროვოცირება დაძაბულობის მოქალაქეები შეატოვა პოლიციელებს და ადგილი დატოვეს.
„ადამიანებმა პოლიტიკოსებმა შეძლეს რომ პოლიცია და მოქალაქეები, რომლებიც გამოთქვამდნენ გულწრფელ პროტესტს ერთმანეთისთვის დაეპირისპირებინათ, ათი საათის შემდეგ არც ერთი მათგანი ადგილზე არ ყოფილა ისინი უბრალოდ გაიქცნენ იქიდან და შეატოვეს ახალგაზრდები და პოლიციელები ერთმანეთს. სანამ ადამიანების სიცოცხლეს არ დაემუქრა საფრთხე უბრალოდ იდგნენ და იცავდნენ უსაფრთხოებას,“-განაცხადა გიორგი გახარიამ.