დღეს დილიდან ჩოხატაურში, ჩინური კომპანიის მიერ ვან-ზომლეთი-შუა ამაღლების გზის მშენებლობაზე დასაქმებულები გაიფიცნენ.
როგორც ჩვენთვის ცნობილი ხდება, გზის სამშენებლო სამუშაოებზე დასაქმებული ადამიანების ნაწილს იანვრიდან დღემდე ხელფასი არ აქვთ მიღებული.
“იანვრიდან დღემდე სულ გვეუბნებიან, რომ ხელფასი იქნება სამშაბათს, მაგრამ რამდენი სამშაბათი გავიდა? გუშინ გავაფრთხილეთ დამსაქმებლები, რომ თუ ხელფასები არ დაგვერიცხებოდა, დღეიდან აღარ ვიმუშავებდით. სანამ არ დაირიცხება ფული, არ ვიმუშავებთ”,_ აცხადებენ გაფიცულები.
ამ დროისთვის, უკვე შედგა შეხვედრა კომპანიის წარმომადგენლებთან, სადაც გაფიცულმა მუშებმა მიიღეს დაპირება, რომ თანხების ჩარიცხვა ეტაპობრივად მოხდება, თუმცა ისინი თანხების სრულად დარიცხვამდე მუშაობის გაგრძელებაზე უარს ამბობენ.