სანამ რეჟიმი ყველას გაგვყინავს-გაყინე სესხი _ მოწოდებით მსვლელობა ახალი თეატრის მიმდებარე ტერიტორიიდან დაიწყება და იგი საქართველოსა და ეროვნულ ბანკთან, შემდეგ კი იუსტიციის სახლთან გადაინაცვლებს, საბოლოო დანიშნულების ადგილი კი პარლამენტია.
პროტესტის მონაწილეების თქმით, მოსახლეობის უმრავლესობას საბანკო ვალდებულებები ხელს უშლის გაფიცვაში, სწორედ ამიტომაც ისინი ბანკებს სესხის გადასახადის დროებით შეჩერებისკენ, მისი ოპროცენტო გადავადებისკენ მოუწოდებენ. მარშის მონაწილეები აღნიშნავენ, რომ არსებული პოლიტიკური თუ ეკონომიკური კრიზისი ადრე თუ გვიან ბანკების საქმიანობაზეც აისახება და სწორედ ამიტომაც, გაფიცვა და ამ ფორმით პროტესტის გაძლიერება მათი საერთო ინტერესია.
ასევე უნდა ითქვას, რომ რამდენიმე დღის წინ გაკეთებული განცხადების თანახმად, თიბისი და საქართველოს ბანკი ერთობლივად 5,000,000 ლარს გამოყოფს, რაც აქციაზე დაზარალებულებს, მცირე და საშუალო ბიზნესს მოხმარდება.



































































