სანჩესი ტირანი და ესპანელი ხალხის მოღალატეა, – ასე ეხმაურება ამერიკელი ბიზნესმენი, გამომგონებელი და ინვესტორი ილონ მასკი ესპანეთის პრემიერ-მინისტრ პედრო სანჩესის მიერ სოციალურ მედიასთან დაკავშირებით დაანონსებულ ცვლილებებს.
„სანჩესი ნამდვილი ფაშისტი ტოტალიტარისტია“, – წერს მასკი X-ზე.
ცნობისთვის, ესპანეთის პრემიერ-მინისტრმა გუშინ განაცხადა, რომ მთავრობა ამზადებს ზომებს, მათ შორის 16 წლამდე ასაკის პირებისთვის სოციალური მედიის აკრძალვას. სანჩესმა პირობა დადო, რომ დაიცავს ბავშვებს „ციფრული ველური დასავლეთისგან“ და ტექნოლოგიურ კომპანიებს სიძულვილით სავსე და მავნე კონტენტისთვის პასუხისმგებლობას დააკისრებს.






























































