_ არჩილ თალაკვაძე ჩემი მადლობელი უნდა იყოს, რაც მე მისთვის გამიკეთებია 2012 წლამდე, მანამდე, სანამ ჩვენთან იყო, _ განაცხადა გაერთიანებული ოპოზიციის ზუგდიდის მერობის კანდიდატმა სანდრა რულოვსმა რამდენიმე წუთის წინ.
მან ჟურნალისტებს მოუწოდა დეტალებზე თალაკვაძეს დაეკითხონ.
_ სირცხვილია ის, რასაც ეგ აკეთებს. მე მისთვის ძალიან ბევრი რამ მაქვს გაკეთებული, სანამ ჩვენთან იყო, 2012 წლამდე. ახლა კი პრემიების მისაღებად, ივანიშვილის გასახარებლად ყველაფერს კადრულობს, _ აღნიშნა რულოვსმა.