,,სანქცირებული გაზპრომის ვაგონები ლანჩხუთში”- სოციალურ ქსელში ამ წარწერით ნაციონალური მოძრაობის ლანჩხუთის ორგანიზაციის წევრები ვიდეოს აქვეყნებენ.
როგორც ისინი განმარტავენ, ვიდეო ლანჩხუთში, სოფელ ნიგვზიანის რკინიგზის სადგურის ტერიტორიაზეა გადაღებული.
აღნიშნულ ვაგონებთან დაკავშირებით “გურია ნიუსს” საქართველოს რკინიგზაში განუმარტეს, რომ ეს სატვირთო ვაგონები არ წარმოადგენს საქართველოს რკინიგზის საკუთრებას.
,,კადრებში ნაჩვენები სატვირთო ვაგონები არ არის საქართველოს რკინიგზის საკუთრებაში არსებული სატვირთო ვაგონები. ეს არის ყაზახური კომპანიის ტვირთი, რომელიც ჩატვირთულია საკუთარ ვაგონებში. განმარტებისთვის ,,საკუთარი“ ვაგონი ნიშნავს რომელიმე კერძო კომპანიის საკუთრებაში რეგისტრირებულ ვაგონს”, -გვითხრა “საქართველოს რკინიგზის” საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში ირინა ხიზანიშვილმა.
ავტორი