გრენლანდიაში, ჩრდილოეთ კანადასა და ალასკაზე -40C-სა და უფრო დაბალი ტემპერატურის პირობებში მცხოვრები ხარცხვარი (იგივე მუსკუსის ხარი) მამონტების დროსაც ისეთივე იყო, როგორიც დღესაა.
მისი სიგრძე სულ 2 მ-ია, წონა 300 კგ. შესახედავად უფრო ბიზონს ჰგავს, თუმცა გენეტიკურად ცხვრისა და თხის ნათესავია.
საშინელი სიცივისგან კი იგი საუკეთესოდაა დაცული – მისი ბეწვი ჩრდილოეთის ცხოველებში ყველაზე გრძელია, მაგრამ მთავარი მისი თივთიკია. ის 8-ჯერ უფრო თბილია, ვიდრე მატყლი! სწორედ მისგან ამზადებენ ამერიკელი ესკიმოსები ძვირფას ძაფს “კივიუტს”.
კივიუტის შარფი 300 დოლარზე ძვირი ღირს და 20 წლის შემდეგაც ახალივით გამოიყურება. უნიკალური თივთიკის შესაგროვებლად ესკიმოსები ხარცხვარს კი არ პარსავენ, წელიწადში ერთხელ “გამოვარცხნიან” ხოლმე.