მას არ ჰყავს მანქანა, მგზავრობს მეტროთი, თვითმფრინავში მხოლოდ ეკონომკლასის ბილეთს ყიდულობს და 15-დოლარიან მაჯის საათებს ატარებს. არასდროს სტუმრობს ძვირადღირებულ რესტორნებსა და სასტუმროებს, არც გავლენიანი მოდის დიზაინერების ექსკლუზიური კოლექციები აინტერესებს.
ადრე მის შესახებ არავინ არაფერი იცოდა, რადგან პოპულარობა არ სურდა, თუმცა, ჟურნალისტებმა მაინც მიაგნეს ადამიანს, რომელიც საქველმოქმედო ორგანიზაციებში უზარმაზარ თანხას რიცხავდა.
7.5 მლრდ დოლარიანი კაპიტალის მფლობელი, ამერიკელი ბიზნესმენი ჩაკ ფინი ქონების 99%-ს ჯანმრთელობის, მეცნიერების, განათლებისა და სამოქალაქო უფლებების დაცვაში ხარჯავს.
შვილებსაც შრომის სიყვარულს ბავშვობიდანვე უნერგავდა და, მიუხედავად იმისა, რომ პირად ანგარიშზე სოლიდური თანხა აქვთ, საკუთარი ჯიბის ფულზე თავად ზრუნავენ. მილიარდერი ქველმოქმედი აცხადებს, რომ გაჭირვებული ადამიანების დასახმარებლად საკუთარ კაპიტალს მთლიანად დახარჯავს!