როგორც “გურია ნიუსს” შოვში, სტიქიის ზონაში ჩასული ერთ-ერთი მოხალისე უყვება, ადგილზე იმყოფებიან გურიის რეგიონის სახანძრო-სამაშველო ბრიგადების მეხანძრე-მაშველები.
ჩვენი წყაროს თქმით, ისინი სამაშველო ღონისძიებებში გუშინ დილიდან ჩაერთნენ.
“საოცრად გულიანი ბიჭები არიან. თავდაუზოგავად შრომობენ. ყველა დაკარგულის თუ გარდაცვლილის ოჯახების დარდს დარდობენ.
ღელავენ, ყველაფერს დიდი სიფრთხილით ეკიდებიან. მადლობა მათ! _ ამბობს “გურია ნიუსთან” სტიქიის ზონაში მყოფი მოხალისე და ვიდეოკადრებს გვიზიარებს.