საპატრიარქო ყინწვისის მონასტერში მომხდარ ინციდენტზე ვერ იმსჯელებს, _ ამის შესახებ საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსმა, დეკანოზ ანდრია ჯაღმაიძემ განაცხადა. მისივე განმარტებით ამ საკითხზე ეპარქიაში უნდა იმსჯელონ.
„ჯერ თავად ეპარქიაში უნდა იქნეს რამე გადაწყვეტილება მიღებული. საპატრიარქო ამაზე ვერ იმსჯელებს. საპატრიარქო ვერ ჩაერევა ამაში, ეს შესაძლებელია ან თავად ეპარქიის მღვდელმთავარმა ან სინოდმა გააკეთოს. ეპარქიის ხელმძღვანელს შეუძლია სინოდზე გამოიტანოს ეს საკითხი“, – განაცხადა ჯაღმაიძემ.
შეგახსენებთ, რომ განზრახ მკვლელობის მცდელობის ბრალდებით დაკავებულ ყინწვისის მონასტრის წინამძღვარს პატიმრობა 29 აპრილს შეეფარდა.