„სამწუხაროდ, საპატრიარქოს მედიარესურსზე ინფორმაციული შეტევა კვლავ გრძელდება. ასამდე ყალბი პროფილი ამჯერად იმ განცხადების ქვეშ გამოჩნდა, სადაც გაჟღერდა ინფორმაცია საეჭვო წარმომავლობის მქონე სასულიერო პირის შესახებ“, – ამის შესახებ აღნიშნულია საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის მიერ სოციალურ ქსელში გავრცელებულ განცხადებაში.
„როგორც ჩანს, ფაქტებით დადასტურებული და ავთენტური ინფორმაცია გარკვეული ჯგუფებისთვის გამაღიზიანებელია. ჩვენ კვლავ ვიტოვებთ იმედს, რომ მსგავს ფაქტებს ადგილი აღარ ექნება“, – აღნიშნულია განცხადებაში.