სახელმწიფო საქართველოს სამოციქულო მართლმადიდებლურ ეკლესიას ჩოხატაურის მუნიციპალიტეტში მდებარე სახელმწიფო ქონებას სიმბოლურ ფასად გადასცემს.
„სახელმწიფო ქონების შესანებ“ საქართველოს კანონის მე-18 მუნლის მე-3 პუნქტის შესაბამისად, სახელმწიფო საკუთრებაში არსებული, ჩოხატაურის მუნიციპალიტეტში, კურორტ ბახმაროში მდებარე 500.00 კვ/მ არასასოფლო-სამეურწეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი (მიწის (უძრავი
ქონების) საკადასტრო კოდი: №28.25.01.480) პირდაპირი მიყიდვის ფორმით, 1 (ერთი) ლარად, საკუთრებაში გადაეცეს საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალურ მართლმადიდებელ ეკლესიას.
2. ამ განკარგულების პირველ პუნქტში მითითებული უძრავი ქონების საპრივატიზებო პირობად განისაზღვროს საპრივატიზებო თანხის გადახდა შესაბამისი ხელშეკრულების გაფორმებიდან 1 (ერთი) თვის ვადაში.
3. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალმა სსიპ – სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ, ამ განკარგულების შესრულების მიზწით, უზრუნველყოს კანონმდებლობით გათვალისწინებული ღონისძიებების განხორციელება”,__ წერია მთავრობის განკარგულებაში, რომელსაც ხელს ირაკლი კობახიძე აწერს.
































































