საქართველოში საფრანგეთის ელჩის განცხადებით, რუსეთის მიერ უკრაინაში სრულმასშტაბიანი შეჭრის დაწყებიდან ოთხი წლის შემდეგ, უკრაინა კვლავ ფეხზე დგას. საფრანგეთი და ევროპა მტკიცედ არიან გადაწყვეტილნი, მხარი დაუჭირონ უკრაინას მშვიდობის მიღწევაში, რასაც რუსეთი ჯიუტად უარყოფს. რუსეთი უკრაინაში ომის მიღმაც საფრთხედ რჩება. უკრაინაში ომი არ არის პერიფერიული კონფლიქტი. რუსეთი ცდილობს ეჭვქვეშ დააყენოს საერთაშორისო წესრიგის ფუნდამენტური პრინციპები: საზღვრების ურღვევობა, სახელმწიფოების სუვერენიტეტი. ის, რაც უკრაინაში ტოლერირებულ იქნება, მთელი ევროპისთვის პრეცედენტს შექმნის.
ინფორმაციისთვის, 24 თებერვალს, საფრანგეთის ელჩი საქართველოში სიტყვით გამოვიდა უკრაინის საელჩოს მიერ ორგანიზებულ კონფერენციაზე, რათა კიდევ ერთხელ შეეხსენებინა საფრანგეთის მიერ გაწეული სამუშაო „მსურველთა კოალიციის“ ფარგლებში, რათა უკრაინას სამართლიანი და მდგრადი მშვიდობისთვის აუცილებელი მყარი უსაფრთხოების გარანტიები მინიჭებოდა.

































































