15 აპრილს იტალიისა და საფრანგეთის ელჩები, პიერ ფრანჩესკო ძაძო და ეტიენ დე პონსენი საელჩოების ხელახლა გასახსნელად კიევში დაბრუნდნენ. ამის შესახებ ინფორმაციას The Wall Street Journal ავრცელებს.
უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ იტალიამ დიპლომატიური საქმიანობა უკრაინიდან პოლონეთში გადაიტანა.
იტალიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ლუიჯი დი მაიომ განაცხადა, რომ საელჩო სრულად იმუშავებს ორშაბათიდან.
„ეს არის იტალიის სიმბოლო, რომელიც დროს არ კარგავს, არ წყვეტს დიპლომატიის რწმენას და დაჟინებით ეძებს მშვიდობას“,_ თქვა საგარეო საქმეთა მინისტრამა.
გამოცემა წერს, რომ საფრანგეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ფრანგი დიპლომატები კიევში ბრუნდებიან მას შემდეგ, რაც საელჩო დედაქალაქიდან ლვოვში გადაიტანეს.
“ეს ძალიან ემოციური მომენტია”,_ თქვა უკრაინაში საფრანგეთის ელჩმა, ეტიენ დე პონსენმა.
ქვეყნებმა, რომლებმაც კიევში დიპლომატიური საქმიანობა აღადგინეს, მოიცავს ავსტრიას, ჩეხეთს, ესტონეთს, ლიტვას, სლოვენიას და თურქეთს, ასევე ევროკავშირის მაღალჩინოსნებს.
კიევში აშშ-ის საელჩო უახლოეს მომავალში დახურული დარჩება და აშშ-ის დიპლომატიური ყოფნა უკრაინაში მხოლოდ მაშინ აღდგება, როცა ეს უსაფრთხო იქნება, განაცხადა ხუთშაბათს სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელმა.