reuters– ის ინფორმაციით, ფრანგი მეხანძრეები იბრძვიან ქვეყანაში ბოლო თითქმის 80 წლის განმავლობაში ყველაზე მასშტაბური ხანძრის ჩასაქრობად.
“ერთი ადამიანი დაიღუპა სენ-ლორან-დე-ლა-კაბრერისის სოფელში, რომელიც პერპინიანის ქალაქიდან დაახლოებით 30 კილომეტრში მდებარეობს”,_ განაცხადა პრეფექტურამ.
ხანძარმა, რომელიც ძალიან სწრაფად გავრცელდა ტყეებსა და სოფლებში, მინიმუმ 25 სახლი გაანადგურა, რის გამოც მაცხოვრებლები და ტურისტები იძულებულნი გახდნენ, სახლები დაეტოვებინათ. ბევრი გზა დაკეტილია.





























































