https://sinatle.media/
გურია ნიუსი
  • მთავარი
    • ყველა
    • დღის ფოტო
    • კულტურა
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • სპორტი
    • ფინანსები

    ერთ-ერთი ტურისტული კომპანიის დირექტორი დააკავეს

    „სფერო ინვესტის“ იურისტი, სოფიკო პეტრიაშვილი დააკავეს

    საქართველოს ბანკის პარტნიორმა კომპანიებმა საერთაშორისო გამოფენა -Gulfood Dubai 2026-ში მიიღეს მონაწილეობა

    უცნაური საახალწლო ტრადიციები

    საქართველოს ბანკი მსოფლიოში საუკეთესო ციფრული ბანკია მცირე და საშუალო ბიზნესებისთვის

    “გურია ნიუსის” ზარს მოყოლილი რეაგირება

    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV

    „მინდა, რომ ჩაგეხუტო“ _ სიყვარულის ისტორია “გურია ნიუსის“ არქივში

    ხანძარი ავჭალაში _ ვიდეოკადრები შემთხვევის ადგილიდან

    ია მამალაძე: “მედიის თავისუფლება ქვეყნის დემოკრატიული განვითარების ქვაკუთხედია”

    აპრილის თოვლი გურიაში

    დაკავებულებს თეთრ მიკროავტობუსებში ამწყვდევენ

    ნიღბიანი კაცი პოლიციის ფორმის გარეშე “გურია ნიუსის“ კამერას ხელს ურტყამს

  • კარმიდამო ჩემი
    • ყველა
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
    • ჩვენი რჩევები
    • ხელგარჯილობა

    მარალფალფა -საუცხოო საკვები პირუტყვისთვის  და შოთა მახარაძის გამართლებული ცდა

    სოფლის განვითარების პრობლემები  გურიაში: „ ახლა ჰაერივით საჭიროა მაგალითების შექმნა“

    როგორია კვერცხის შეღებვის საუკეთესო წესი

    მძაღის საწებელი – უძველესი გურული საწებლის რეცეპტი

    როგორ განვაახლოთ ბუნებრივად და ხელოვნურად ტყე

    “სასულიერო ცხოვრება სამეურნეო საქმიანობას არ გამორიცხავს _ ასეც უნდა იყოს”

    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია

    ფიცხი ბენია ჩხიკვიშვილი

    ,,უნახავი პოლიტიკურ-ეროვნული დემონსტრაცია”

    ფირალი ირაკლი კალანდარიშვილი

    ალმასხან ხუხუნაიშვილის “გადაკისკისება”, რომელიც არც მანამადე და არც მის შემდეგ არავის გაუკეთებია

    “ეგნატე ,,ბულდოგა“ რევოლვერს მუდამ თან ატარებდა და მეტისმეტად ფიცხი იყო”

    “ამფერი იყო ძველათ ახალი წელი ქობლეთში _ დიდნენეის მოგონებები

  • ფეისბუქსტატუსები

    “ვიზების გაუქმების შიშით გამოვიყვანოთ ბიჭები სასაკლაოზე? კაციჭამიებო!” – მოროშკინა

    “რაც 2023 წელს დავწერე სულ სიტყვა-სიტყვით ხდება” – არჩილ გამზარდია

    “მცირე გაფრთხილება კომპანიებისთვის” – რას წერს გია ხუხაშვილი

    “უფა­ლო გად­მო­ი­ხე­დე” – რას წერს ნინო ნადირაძე დიდი ბრი­ტა­ნე­თის მიერ ტე­ლე­კომ­პა­ნია “იმედის” და “PosTV”-სთვის სან­ქცი­ე­ბის და­წე­სე­ბაზე

    ,,დაათრევენ ეს უდღეურები კედელ-კედელ და არიან ბედნიერები” – გიორგი გამსახურდია

    “თქვენ რომ ყვავილებს ყიდულობთ, 9 პანაშვიდზეა ნამყოფი” _ ჩხუბი სასაფლაოზე ყვავილების გამო

  • 21-ს ქვევით

    სამტრედიელი საბა ნაცვლიშვილი ეროვნული სასახლის მედიათეკის ხატვის კონკურსის გამარჯვებულია

    ჩოხატაურელი მაშიკო ჩხიკვაძე “ევერესტის” საგაზაფხულო სეზონის ოქროს ათეულში მოხვდა

    „სიყვარულით მომავლისკენ“: ახალი სასწავლო წელი და დაფაზე  ორსიტყვიანი წარწერა

    რამდენი ოქროსა და ვერცხლის მედალოსანია წელს ლანჩხუთში

    რამდენმა ჩააბარა და რამდენი ჩაიჭრა- როგორია ეროვნული გამოცდების შედეგები საგნების მიხედვით

    ოზურგეთელი ანანო ჩხაიძის წარმატება ეროვნულებზე

  • მსოფლიო

    ირანის პრეზიდენტი: ხამენეის მკვლელობა მსოფლიოს ყველა კუთხეში მუსლიმების წინააღმდეგ ღია ომია

    ისრაელის თავდაცვა: ირანის საპასუხო თავდასხმის შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა

    ომანის სანაპიროსთან ნავთობტანკერზე თავდასხმა მოხდა

    რუსეთმა დონეცკის ოლქი დაბომბა

    ირანში აშშ-ს საელჩოზე შტურმი სცადეს

    ისრაელში მოსალოდნელი სარაკეტო თავდასხმის გამო, განგაშია

  • გართობა
    • ყველა
    • ა კიდო
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო
შედეგი არ არის
ყველა შედეგი
  • მთავარი
    • ყველა
    • დღის ფოტო
    • კულტურა
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • სპორტი
    • ფინანსები

    ერთ-ერთი ტურისტული კომპანიის დირექტორი დააკავეს

    „სფერო ინვესტის“ იურისტი, სოფიკო პეტრიაშვილი დააკავეს

    საქართველოს ბანკის პარტნიორმა კომპანიებმა საერთაშორისო გამოფენა -Gulfood Dubai 2026-ში მიიღეს მონაწილეობა

    უცნაური საახალწლო ტრადიციები

    საქართველოს ბანკი მსოფლიოში საუკეთესო ციფრული ბანკია მცირე და საშუალო ბიზნესებისთვის

    “გურია ნიუსის” ზარს მოყოლილი რეაგირება

    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV

    „მინდა, რომ ჩაგეხუტო“ _ სიყვარულის ისტორია “გურია ნიუსის“ არქივში

    ხანძარი ავჭალაში _ ვიდეოკადრები შემთხვევის ადგილიდან

    ია მამალაძე: “მედიის თავისუფლება ქვეყნის დემოკრატიული განვითარების ქვაკუთხედია”

    აპრილის თოვლი გურიაში

    დაკავებულებს თეთრ მიკროავტობუსებში ამწყვდევენ

    ნიღბიანი კაცი პოლიციის ფორმის გარეშე “გურია ნიუსის“ კამერას ხელს ურტყამს

  • კარმიდამო ჩემი
    • ყველა
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
    • ჩვენი რჩევები
    • ხელგარჯილობა

    მარალფალფა -საუცხოო საკვები პირუტყვისთვის  და შოთა მახარაძის გამართლებული ცდა

    სოფლის განვითარების პრობლემები  გურიაში: „ ახლა ჰაერივით საჭიროა მაგალითების შექმნა“

    როგორია კვერცხის შეღებვის საუკეთესო წესი

    მძაღის საწებელი – უძველესი გურული საწებლის რეცეპტი

    როგორ განვაახლოთ ბუნებრივად და ხელოვნურად ტყე

    “სასულიერო ცხოვრება სამეურნეო საქმიანობას არ გამორიცხავს _ ასეც უნდა იყოს”

    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია

    ფიცხი ბენია ჩხიკვიშვილი

    ,,უნახავი პოლიტიკურ-ეროვნული დემონსტრაცია”

    ფირალი ირაკლი კალანდარიშვილი

    ალმასხან ხუხუნაიშვილის “გადაკისკისება”, რომელიც არც მანამადე და არც მის შემდეგ არავის გაუკეთებია

    “ეგნატე ,,ბულდოგა“ რევოლვერს მუდამ თან ატარებდა და მეტისმეტად ფიცხი იყო”

    “ამფერი იყო ძველათ ახალი წელი ქობლეთში _ დიდნენეის მოგონებები

  • ფეისბუქსტატუსები

    “ვიზების გაუქმების შიშით გამოვიყვანოთ ბიჭები სასაკლაოზე? კაციჭამიებო!” – მოროშკინა

    “რაც 2023 წელს დავწერე სულ სიტყვა-სიტყვით ხდება” – არჩილ გამზარდია

    “მცირე გაფრთხილება კომპანიებისთვის” – რას წერს გია ხუხაშვილი

    “უფა­ლო გად­მო­ი­ხე­დე” – რას წერს ნინო ნადირაძე დიდი ბრი­ტა­ნე­თის მიერ ტე­ლე­კომ­პა­ნია “იმედის” და “PosTV”-სთვის სან­ქცი­ე­ბის და­წე­სე­ბაზე

    ,,დაათრევენ ეს უდღეურები კედელ-კედელ და არიან ბედნიერები” – გიორგი გამსახურდია

    “თქვენ რომ ყვავილებს ყიდულობთ, 9 პანაშვიდზეა ნამყოფი” _ ჩხუბი სასაფლაოზე ყვავილების გამო

  • 21-ს ქვევით

    სამტრედიელი საბა ნაცვლიშვილი ეროვნული სასახლის მედიათეკის ხატვის კონკურსის გამარჯვებულია

    ჩოხატაურელი მაშიკო ჩხიკვაძე “ევერესტის” საგაზაფხულო სეზონის ოქროს ათეულში მოხვდა

    „სიყვარულით მომავლისკენ“: ახალი სასწავლო წელი და დაფაზე  ორსიტყვიანი წარწერა

    რამდენი ოქროსა და ვერცხლის მედალოსანია წელს ლანჩხუთში

    რამდენმა ჩააბარა და რამდენი ჩაიჭრა- როგორია ეროვნული გამოცდების შედეგები საგნების მიხედვით

    ოზურგეთელი ანანო ჩხაიძის წარმატება ეროვნულებზე

  • მსოფლიო

    ირანის პრეზიდენტი: ხამენეის მკვლელობა მსოფლიოს ყველა კუთხეში მუსლიმების წინააღმდეგ ღია ომია

    ისრაელის თავდაცვა: ირანის საპასუხო თავდასხმის შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა

    ომანის სანაპიროსთან ნავთობტანკერზე თავდასხმა მოხდა

    რუსეთმა დონეცკის ოლქი დაბომბა

    ირანში აშშ-ს საელჩოზე შტურმი სცადეს

    ისრაელში მოსალოდნელი სარაკეტო თავდასხმის გამო, განგაშია

  • გართობა
    • ყველა
    • ა კიდო
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო
შედეგი არ არის
ყველა შედეგი
გურია ნიუსი
შედეგი არ არის
ყველა შედეგი

საპნის ოპერა

11:09; 12.09.2017
კულტურა
Share on FacebookShare on TwitterEmail

მსოფლიოს მილიონობით ადამიანი ყოველ დღე ცისფერ ეკრანთან ელოდება მორიგი “საპნის ოპერის” დაწყებას. მაყურებელი თავდავიწყებით ერთვება ამ დაუსრულებელ მოგზაურობაში, ანდამატივით რომ იზიდავს მას და მთელი გულით თანაუგრძნობს ხუანისა თუ მარიას (თუ ჩვენში პოპულარულ თურქ და ინდოელი გმირების) სასიყვარულო თავგადასავალს. სერიალის დამთავრების შემდეგ კი იწყება მისი გარჩევა სახლში, სამსახურში, ქუჩაში თუ ტელეფონის მეშვეობით. იქმნება შთაბეჭდილება რომ ეს ერთგვარი ნარკოტიკია, რომლის ზეგავლენას ვერასოდეს ვეღარ გაექცევი.
უმთავრესი მიმზიდველობა სერიალისა არის მისი დაუმთავრებელი თხრობის მანერა. მხატვრული ფილმის ასავალ-დასავალი რომ გაიგო დაახლოებით ორი საათი დაგჭირდება, სერიალისათვის კი საჭიროა თვეები და წლებიც კი (გაიხსენეთ თუნდაც “სანტა ბარბარა”) რათა ბოლომდე გაერკვე რა ბედი ეწიათ საყვარელ გმირებს. თუ მაყურებელმა ერთი ან რამდენიმე სერია გამოტოვა, ამის გამო არ უნდა იდარდოს, რადგან სულ მალე ყველაფერი ისედაც გასაგები ხდება, ზედმეტად ცნობისმოყვარეებისათვის კი დასავლეთის ზოგიერთ ქვეყანაში არსებობს სატელეფონო ნომრები, სადაც დაწვრილებით მოუყვებიან სერიის შინაარსს.
უამრავი ადამიანისათვის კვირაში ხუთჯერ სერიალის ცქერა ისეთივე რიტუალად იქცა როგორც კბილების წმენდა ან კიდევ წიგნის კითხვაა. შეიძლება ითქვას, რომ “საპნის ოპერამ” საქართველოს და “ესენგეს” ბევრი მოქალაქისათვის ერთ დროს ყველაზე პოპულარული სანახაობა_ ინდური ფილმები შეცვალა. მთელს მსოფლიოში, განსაკუთრებით კი ამერიკის ორივე კონტინენტზე, სერიალის გმირებს უკვე ლამის ოჯახის წევრებად აღიქვამენ: უარყოფით პერსონაჟებს ვერ იტანენ; როდესაც სერიალის რომელიმე გმირი კვდება, როგორც წესი ტელევიზიაში უამრავი სამძიმრის წერილი და დეპეშა მიდის. საინტერესოა, რომ მაყურებელი სერიალის შემქმნელებს ყველანაირ ლაფსუსებს პატიებს, ხშირად როდესაც სხვადასხვა მიზეზთა გამო რომელიმე როლის შემსრულებელ მსახიობს სხვა ცვლის, ამან თითქოს დისკომფორტი უნდა გამოიწვიოს, რადგან როდესაც თვეებისა და წლების მანძილზე მიჩვეული ხარ ერთი და იმავე სახის ცქერას, ძნელია სხვა სახის აღქმა, მაგრამ ნურას უკაცრავად, მხოლოდ ერთი კვირაა საჭირო რომ მაყურებელმა ის უკვე თავისიანად ცნოს, რადგან მისთვის მთავარია ის გმირი და არა მისი განმსახიერებელი.
მიუხედავად უზარმაზარი პოპულარობისა ამერიკაში და მსოფლიოს ბევრ ქვეყანაში ტერმინი “საპნის ოპერა” მეორეხარისხოვანის, დაბალი გემოვნებისა და ინტელექტის აღმნიშვნელია. თუ ვინმე ფილმს, მიუზიკლს ან თეატრალურ დადგმას “საპნის ოპერას” უწოდებს ეს ალბათ, ამ ნაწარმოების ყველაზე ცუდი შეფასებაა. 1990 წლებში ბევრს ბჭობდნენ ინგლისის სამეფო სახლის იმდროინდელ არეულ სიტუაციაზე და მედიამ მას მაშინათვე უწოდა “სამეფო საპნის ოპერა”, რაც თავისთავად კარგს არაფერს ნიშნავდა.
ტერმინი “საპნის ოპერა” ოცდაათიან წლებში პრესის წყალობით გაჩნდა. მაშინ ამერიკულ რადიოში კეთდებოდა პოპულარული რადიო დადგმები, რომელსაც სპონსორობას უწევდა აგრეთვე საპნისა და სარეცხი საშუალებების მწარმოებელი სხვა კომპანიები. თავიდანვე “ოპერა” მიჩნეული იყო ქალების ჟანრად, რადგან იგი განკუთვნილი იყო უმეტესწილად დიასახლისებისათვის, რომელთა ასაკი განისაზღვრებოდა 19-დან 49 წლამდე, რათა დღის განმავლობაში დაეინტერესებინათ ისინი ახალ-ახალი სარეცხი და საწმენდი საშუალებებით (თუმცა, ჩვენს ქართულ სინამდვილეში მინახავს უამრავი მამაკაცი, რომელიც გაგანია ქეიფის დროსაც კი დიდი ენთუზიაზმით არჩევს სერიალის გმირთა თავგადასავალსა და პერიპეტიებს). მართლაც, კომპანიებმა სუსტი სქესის წარმომადგენლები ისე დააინტერესეს, რომ ხშირად ტელევიზორს მიჯაჭვულნი, მათ საოჯახო საქმეებიც კი ავიწყდებოდათ, ეს კი ოჯახის უფროსების უკმაყოფილებას იწვევდა ხოლმე.
პირველი ‘საპნის ოპერა” ეთერში 1930 წელს ჩიკაგოს რადიო WGN-ში გავიდა. ეს იყო აბსოლუტურად ახლებური ტიპის 15 წუთიანი ყოველდღიური შუადღის გადაცემა სახელწოდებით “ფერადი სიზმრები”, რომელიც მოგვითხრობდა ირლანდიელ-ამერიკელი ქვრივი ქალისა და მისი გაუთხოვარი შვილის შესახებ. ამ დადგმის ავტორი იყო ყოფილი მასწავლებელი ირნა ფილიპსი, შემდგომში ფილიპსი სხვა მრავალ გახმაურებულ შოუს შექმნის. სერიალის თხრობითი მანერა შთაგონებული იყო იმ დროს ძალზედ პოპულარული კომედიური დადგმიდან ამოსი და ენდი, რომელიც ეძღვნებოდა ჩიკაგოელ შავკანიანთა ცხოვრებას. სხვათაშორის, ეს დადგმა დაწერილი და შესრულებული იყო თეთრკანიანთა მიერ. რადიოს “საპნის ოპერა” ნელ-ნელა ძალას იკრებდა და 1937 წლისთვის თითქმის ყველა რადიოსადგურის “დამრტყმელ” ძალას ასეთი შოუ წარმოადგენდა. 1948 წელს კი ათი ყველაზე მაღალრეიტინგიანი დღის გადაცემიდან ყველა ‘საპნის ოპერა” იყო. მან აჯობა თითქმის ყველა ცნობილ გადაცემას. სულ მალე სარბიელზე გამოჩნდა ტელევიზია, რადიოსთან შედარებით მას ერთი დიდი უპირატესობა გააჩნდა _ მაყურებელს თვალნათლივ შეეძლო ენახა სპონსორების მიერ შემოთავაზებული საქონელი, თუ როგორ ათეთრებდა ესა თუ ის სარეცხი საშუალება თეთრეულს და ა.შ. ტელევიზიაშიც პირველმა თავი გამოიჩინა, რომელმაც 1950 წელს დააფინანსა პირველი სატელევიზიო “საპნის ოპერა” სახელწოდებით _ “პირველი ასი წელი”, რომელიც მხოლოდ ორი წელი გადიოდა. დასაწყისში სატელევიზიო “ოპერის” კეთება სხვადასხვა სახის სიძნელეებთან იყო დაკავშირებული. პირველ რიგში იგი სამჯერ და ოთხჯერ მეტი ჯდებოდა, თუ რადიოში მსახიობები მხოლოდ ტექსტს კითხულობდნენ და ყველაფერი დამოკიდებული იყო მსმენელის წარმოსახვის უნარსა და ფანტაზიაზე, ტელევიზიაში მსახიობებს უნდა ეთამაშათ, თანაც პირდაპირ ეთერში, მხოლოდ მოგვიანებით დაიწყეს ჩანაწერის გაშვება. ასევე საჭირო იყო დეკორაციები და მრავალი სხვა ნიუანსი, მაგრამ მთავარი განსხვავება ის გახლდათ, რომ როდესაც ეთერში რადიოდადგმა გადიოდა, დიასახლისსა ან სხვა მსმენელს შეეძლო რადიოს მოსმენაც, თუნდაც მეზობელი ოთახიდან და საქმის კეთებაც. ხოლო ტელევიზორის ცქერა და იმავდროულად სამზარეულოში ფუსფუსი იმ წლებში შეუძლებელი გახლდათ იმ მარტივი მიზეზის გამო, რომ მაშინ არ არსებობდა პატარა მობილური ტელევიზორები, რომელიც შეგეძლო სამზარეულოში დაგედგა. მაშინდელი ტელევიზორი ეს იყო უზარმაზარი ყუთი, რომელიც ძალიან ძვირი ღირდა (გაიხსენეთ ცნობილი ფილმი “უკან მომავალში”, როცა გასული საუკუნის 80_იანი წლებიდან 50_ებში მოხვედრილი მთავარი გმირი (მაიქლ ჯეი ფოქსი) თავის მომავალ ოჯახს აუწყებს, რომ მათ სახლში ორი ტელევიზორი აქვთ, ეს ფაქტი გაკვირვებასა და გაოცებას გამოიწვევს მათში), რომელსაც საპატიო ადგილი ეკავა სასტუმრო ოთახში, ისევე როგორც ჩვენში ჩეხური ბროლით სავსე შუშებიან კარადას. სატელევიზიო შოუს შემქმნელები უკვე უზარმაზარ თანხებს ხარჯავდნენ იმისთვის, რომ გაგანია საქმის დროსაც მაყურებელი, პირველ რიგში კი დიასახლისები, საქმეს “მოეწყვიტათ” და ტელევიზორის ეკრანთან დაესვათ, რაც დროთა განმავლობაში მათ შეძლეს.
1956 წლიდან იმავე ირნა ფილიპსის წყალობით ეთერში უკვე გადიოდა ნახევარსაათიანი სერიები, რაც დღემდე სტანდარტად არის მიჩნეული, თუმცა ზოგიერთი ამერიკული “ოპერის” სერია მთელ საათსაც გრძელდება. დროთა განმავლობაში შეერთებულ შტატებში ტერმინი “საპნის ოპერა” უკვე ნიშნავდა მხოლოდ და მხოლოდ სატელევიზიო შოუს. რადიოს “საპნის ოპერამ” დაკარგა თავისი აქტუალურობა, ამასთან ერთად მსმენელიც. 1960 წლის ნოემბერში ეთერში გავიდა უკანასკნელი გადაცემა და რადიოს “ოპერამ” შეწყვიტა არსებობა.
სულ მალე 60_იან წლებში ტელევიზიაში მოვიდა ახალი ძალა აგნეს ნიქსონის სახით, რომელმაც, შეიძლება ითქვას, გადატრიალება მოახდინა სატელევიზიო შოუში. თუ მანამდე “საპნის ოპერის” გმირებს აწუხებდათ სასიყვარულო და სხვა ყოფაცხოვრებითი საქმეები, ახლა დღის წესრიგში დადგა რასობრივი პრობლემები, ნარკომანია, ვენერიული დაავადებები, დეზერტირობა და ყველა ის “სიკეთე” რაც ჩვენს ცივილიზაციას თან ახლავს. ამ ტაბუდადებულ თემებზე ტელევიზია არასოდეს ამახვილებდა ყურადღებას, ეს კინემატოგრაფის პრეროგატივა გახლდათ. ამ პირველმა “თავისუფალმა” შოუებმა გზა გაუკვალა უკვე ჩვენთვის კარგად ნაცნობ მაღალმხატვრულ სერიალებს (თუმცა ეს არ არის “საპნის ოპერები”, ისინი საღამოობით გადიან ეთერში და თითოეული სერია ეს პატარა კარგი ფილმია). ეს სერიალები რომ ენახა მორალის სადარაჯოზე მდგარ იმდროინდელ პურიტანულ საზოგადოებას, ალბათ ყველას გული გაუსკდებოდა.
სატელევიზიო ტექნიკის გაუმჯობესებასთან ერთად უმჯობესდებოდა “ოპერის” ხარისხიც, ის უფრო მრავალფეროვანიც გახდა, შოუ კეთდებოდა ყველანაირ თემაზე: იქნებოდა ეს ჰოსპიტალი, კოლეჯი თუ რაიმე სხვა დაწესებულება, აგრეთვე შემოიჭრა ფანტასტიკის ელემენტებიც, ვამპირები და კოსმოსი, თუმცა ყველაზე უფრო მაინც ჩვეულებრივ (თუნდაც მდიდარ) ოჯახში მომხდარი პერიპეტიები ართობდა მაყურებელს. 80_იან წლებში ასეთი სერიალები იყო “დალასი” და “დინასტია”. ეს “საპნის ოპერები” პირველები გავიდნენ საერთაშორისო არენაზე და დიდი მოწონება დაიმსახურეს მთელს მსოფლიოში, განსაკუთრებით კი დასავლეთ ევროპაში. მათ ყოველდღიურად უყურებდა 300 მილიონზე მეტი ადამიანი. ზუსტად მაშინ ალაპარაკდნენ ამერიკულ კულტურულ ექსპანსიაზე, რამაც გამოიწვია მწვავე დებატები სხვადასხვა ქვეყნის საზოგადოებებში, იმის თაობაზე რომ ფული იხარჯებოდა უცხოური ნაწარმის შესაძენად, იმის მაგივრად, რომ მსგავსი რამ შეექმნათ საკუთარი ძალებით. ეს პრობლემა ჩვენთვისაც კარგად ნაცნობი და აქტუალურია, თუმცა მისასალმებელია რომ გამოჩნდა ქართული “საპნის ოპერები”, მათი ავკარგიანობის გარჩევა კი სხვა დროისთვის გადავდოთ.
საზოგადოების ერთი ნაწილის ნეგატიური და ირონიული დამოკიდებულების მიუხედავად “საპნის ოპერა” დღემდე რჩება ტელევიზიის ისტორიაში ყველაზე პოპულარულ ჟანრად, რომელიც აი უკვე 50 წელზე მეტია იზიდავს მილიონობით მაყურებელს მთელი მსოფლიოს მასშტაბით (რაც თავისებური რეკორდია). “ოპერა” უამრავი ადამიანისთვის სულის მოთქმისა და გართობის საუკეთესო საშუალებაა და ალბათ, ასევე, იქნება მანამდე, სანამ იარსებებს ტელევიზია.

გაზიარება45Tweet28Send

ამავე კატეგორიაში

კულტურა

ვინ დააჯილდოვა ყაველაშვილმა ბრწყინვალებისა და ღირსების ორდენებით

14:35; 26 თებერვალი, 2026
კულტურა

ვასო აბაშიძის თეატრი ანდრო ჭიჭინაძემაც დატოვა

15:01; 23 თებერვალი, 2026
კულტურა

დათა თავაძე: მოვყვებით, აუცილებლად მოვყვებით ასეთ მსახიობებზე!

18:29; 21 თებერვალი, 2026
კულტურა

ოზურგეთის თეატრში ეგნატე ნინოშვილის „ქრისტინე“ დაიდგმება

15:05; 13 თებერვალი, 2026
კულტურა

რეჟსისორი ოთარ ბაღათურია გარდაიცვალა

17:24; 12 თებერვალი, 2026

როდის დანიშნავს ახალ მოადგილეს გუბერნატორი და რა ბედი ელით ახლანდელებს

წერეთელის გამზირზე თი-ბი-სი ბანკის დაყაჩაღება სცადეს

ყველა სიახლე

პოლიტიკა

„შრომითი მიგრაციის შესახებ კანონში“ ცვლილებები ამოქმედდა

17:14; 1.03.2026
საზოგადოება

ავტოსაგზაო შემთხვევა გორში – ვიდეო ადგილიდან

16:39; 1.03.2026
სპორტი

ძიუდოისტი ლაშა ბექაური ტაშკენტის ,,გრანდ სლემის” ვიცე-ჩემპიონია

16:33; 1.03.2026
საზოგადოება

როდის გამოიდარებს საქართველოში? – პროგნოზი უახლოესი დღეებისთვის

16:22; 1.03.2026
საზოგადოება

თბილისის მერია: უხვი ნალექის გამო დედაქალაქში გარკვეული პრობლემები შეიქმნა

16:00; 1.03.2026
საზოგადოება

თბილისისა და ბათუმის საერთაშორისო აეროპორტებიდან 20-ზე მეტი ფრენა გაუქმდა

15:21; 1.03.2026
საზოგადოება

სამხრეთ საქართველო და გაზაფხული:  „1 მარტს თოვლის ნაბდით დახვდა“

15:03; 1.03.2026
მსოფლიო

ირანის პრეზიდენტი: ხამენეის მკვლელობა მსოფლიოს ყველა კუთხეში მუსლიმების წინააღმდეგ ღია ომია

14:57; 1.03.2026
მსოფლიო

ისრაელის თავდაცვა: ირანის საპასუხო თავდასხმის შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა

14:49; 1.03.2026
საზოგადოება

კლდოვანი მასა ჩამოვიდა – აკრძალულია მოძრაობა

14:22; 1.03.2026
საზოგადოება

საბურთალოზე კედელი ჩამოიშალა

14:19; 1.03.2026
საზოგადოება

საქართველოს საპატრიარქო განცხადებას ავრცელებს

13:28; 1.03.2026
მსოფლიო

ომანის სანაპიროსთან ნავთობტანკერზე თავდასხმა მოხდა

13:04; 1.03.2026
მსოფლიო

რუსეთმა დონეცკის ოლქი დაბომბა

12:52; 1.03.2026
საზოგადოება

საავტომობილო გზების დეპარტამენტი  თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს

12:25; 1.03.2026

დღის ფოტო

დღის ფოტო

ლისის ტბა _ თბილისელების საყვარელი დასასვენებელი ადგილი

11:19; 10.01.2026
0

აგავას ყვავილობა ოზურგეთში

12:26; 17.06.2025

ფეისბუქსტატუსები

ფეისბუქსტატუსები

“ვიზების გაუქმების შიშით გამოვიყვანოთ ბიჭები სასაკლაოზე? კაციჭამიებო!” – მოროშკინა

10:16; 27.02.2026
0

“რაც 2023 წელს დავწერე სულ სიტყვა-სიტყვით ხდება” – არჩილ გამზარდია

10:11; 27.02.2026

ხსოვნა

ხსოვნა

ვემშვიდობებით თამაზ ანთიძეს

14:56; 25 თებერვალი, 2026
ხსოვნა

ვლადიმერ (ლადო) ლომჯარია

10:35; 3 მაისი, 2025

გურია ნიუსი

gurianews@gurianews.com
  • რეკლამა საიტზე
  • რეკლამა გაზეთში
  • ჩვენ შესახებ

Developed By  Web Features  2026 © All rights reserved

შედეგი არ არის
ყველა შედეგი
  • მთავარი
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV
  • კარმიდამო ჩემი
    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია
  • ფეისბუქსტატუსები
  • 21-ს ქვევით
  • მსოფლიო
  • გართობა
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო