რუსთაველის გამზირი სამართალდამცველებმა აქციის მონაწილეებისგან გაათავისუფლეს. თავის მხრივ, პარლამენტის მიმდებარე ტერიტორია დატოვა სპეცრაზმმა და წყლის ჭავლის მანქანებმა, _ იუწყება ipn.ge.
ამ დროისთვის რუსთაველის თეატრის წინ საპოლიციო ძალების წარმომადგენლებს კორდონი აქვთ გაკეთებული და მოქალაქეებს გადაადგილების საშუალებას არ აძლევენ.
პარალელურად, „თბილსერვისის“ ჯგუფის თანამშრომლები პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიას ასუფთავებენ.