საფრანგეთის პრეზიდენტის, ფრანსუა ოლანდის სიტყვით გამოსვლისას ქალაქ ვილოგონში 2 ადამიანი დაიჭრა. აღნიშნულ ინფორმაციას CNN ავრცელებს.
გავრცელებული ინფორმაციით, უსაფრთოხოების დაცვის თანამშრომელმა, რომელიც სახურავზე იმყოფებოდა შემთხვევით გაისროლა.
როგორც ცნობილია, შემთხვევის დროს საფრანგეთის პრეზიდენტი ჩქაროსნული მატარებლების შესახებ საუბრობდა.
„ვომედოვნებ, რომ არაფერია სერიოზული“,_განაცხადა პრეზიდენტმა სროლის ხმის გაგონებისას.
მაუწყებლის ინფორმაციით, პრეზიდენტმა ქალაქი უკვე დატოვა.