საფრანგეთის შეიარაღებულმა ძალებმა ალ-ქაიდას ჩრდილოეთ-აფრიკული ფრთის სამხედრო ლიდერი ბაჰ-აგ მუსა მოკლეს. ინფორმაციას
Reuters-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, საფრანგეთის შეიარაღებულმა ძალებმა ალ-ქაიდას ჩრდილოეთ-აფრიკული ფრთის სამხედრო ლიდერი ბაჰ-აგ მუსა მოკლეს.
„ჯიჰადისტური მოძრაობის ისტორიული პიროვნება საჰელში, ბაჰ აგ მუსა ითვლება პასუხისმგებლად მალის და საერთაშორისო ძალების წინააღმდეგ რამდენიმე თავდასხმაზე”, – აღნიშნა პარლიმ განცხადებაში.
ცნობისთვის, მუსა, აშშ-ს მიერ ტერორიზმის შავ სიაში იყო შეყვანილი.
გავრცელებული ინფორმაციით, ის სპეციალური ოპერაციის დროს მოკლეს, რომელიც სახმელეთო ჯარისა და ვერტმფრენების მონაწილეობით ჩატარდა.
საფრანგეთის თავდაცვის მინისტრის განცხადებით, ჩატარებული ოპერაცია ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლის კუთხით უდიდესი წარმატებაა.