დღეს, ფასების ზრდა პროდუქტსა თუ სხვადასხვა სამეურნეო საქონელზე, აღარავის უკვირს. ახლახან ვწერდით, რომ არჩევნების დასრულებისთანავე პური 5 თეთრით გაძვირდა. თან ინფორმაცია ამის შესახებ, არჩევნებამდე ორი დღით ადრე დააანონსეს.
_ პროდუქტი რომ გაძვირდა, ვიცით, მაგრამ ეს „საპრანჭავებიც“ რომ გაგვიძვირეს? ერთი პატარა ლაინერი, რომელიც ცოტა ხნის წინ 6-7 ლარი ღირდა, ახლა 15 ლარი ღირს. თორმეტად თუ იშოვე, აუცილებლად მეორეც უნდა იყიდო, რადგან პარფიუმერულ მაღაზიებში ამბობენ, რომ მალე ასეთი ლაინერი, შესაძლოა, 20 ლარიც გახდეს, _ ხმაურობდნენ დღეს ოზურგეთელი თინეიჯერი გოგონები.
ისინი, ასევე აღნიშნავდნენ, რომ ძალზე ძვირადღირებული პარფიუმერია როცა არსებობს, ვინმეს, შესაძლოა, ეს სასაცილოდ არ ეყოს. თუმცა, აღნიშნული, მცირე ზომის ლაინერი, მიუხედავად სიმცირისა, პოპულარულია ხარისხიც გამოც და ეტყობა, რაკი ბევრი მომხმარებელი ჰყავს, სხვა პარფიუმერულ სახეობებთან შედარებით (ფანქარი, ტუჩის საცხი, ტუში და ა.შ) შედარებით, ფასიც ამიტომ გაზარდეს ასე ორმაგზე მეტად.
_ კი, ნამდვილად გაიზარდა აღნიშნული დასახელების კოსმეტიკური საშუალების ფასი. დანარჩენ სახეობებზეც საკმაოდ მომატებულია. ეს ჩვენზე არ არის დამოკიდებული და როცა გააძვირეს, ჩვენც, შესაბამისად, ისე ვყიდით, რომ არ დავზარალდეთ, _ გვითხრეს კოსმეტიკური ნაწარმის რეალიზატორებმა ოზურგეთში.
[sexy_author_bio]