ბათუმში, დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი აქციის შემდეგ პოლიციამ “ლელო-ძლიერი საქართველოს” ბათუმის ორგანიზაციის წევრი, ლუკა ნაცვლიშვილი დააკავა.
“ბათუმელების” ინფორმაციით, შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ ლუკა ნაცვლიშვილი დაკავებულია ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე და 166-ე მუხლებით.



































































