თამბაქო გაძვირდა – 1 იანვრიდან ფასმა თითქმის ყველა სახეობის სიგარეტზე მოიმატა.
როგორც “პირველებს” თამბაქოთი მოვაჭრეები ეუბნებიან, იმპორტირებულ თამბაქოზე აქციზის განაკვეთი კოლოფზე 85 თეთრიდან 2.75 ლარამდე გაიზარდა.
ზოგიერთი მოვაჭრე თამბაქოს გაყიდვისგან დროებით თავს იკავებს, რადგან ფასების დასტაბილურებას ელოდება.
კორუფციის მკვლევარები ამბობენ, რომ სიგარეტზე ფასის მატება ვერ გახდება მწეველისთვის თამბაქოსთვის თავის დანებების მიზეზი. ბესიკ დონაძის თქმით, ადამიანები უფრო იაფი ალტერნატივის ძებნას დაიწყებენ, რაც, ბუნებრივია, უხარისხო იქნება.































































