საქართველოს ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატზე პირველი ქულა მოიპოვა – ჩეხეთთან 1:1 ითამაშა, რაშიც დიდი წვლილი მეკარე გიორგი მამარდაშვილს მიუძღვის. მას 9 მოგერიება მოუგროვდა.
ევროპის ჩემპიონატის ყოველი მატჩის შემდეგ უეფა საუკეთესო ფეხბურთელს ავლენს. საქართველო-ჩეხეთის შეხვედრაში უეფა-მ სწორედ გიორგი მამარდაშვილი გამოარჩია.