2022 წელს საქართველოდან უცხოეთის 165 მოქალაქე გააძევეს. ამის შესახებ შინაგან საქმეთა სამინისტროს სტატისტიკაშია ნათქვამი.
სტატისტიკური მონაცემებით, საქართველოდან ირანის -29, თურქეთის- 25, აზერბაიჯანის- 21, 15 – ინდოეთის; 11 – ნიგერიის; 8 – ჩინეთის, რუსეთის, ეგვიპტის; 4 – უზბეკეთის, მოლდოვის, მაროკოს, 3 – ერაყის, იორდანიის, პაკისტანის, ტაჯიკეთის; 2 – ტაილანდის, კუბის; თითო – თითო – აშშ-ს, ბანგლადეშის, ბენინის, განას, ეთიოპიის, სამხრეთ აფრიკის, სომხეთის, სუდანის, ტოგოს, უკრაინის, ყაზახეთის და ყირგიზეთის მოქალაქეები გააძევეს.