ქუთაისში “საქართველოს ბანკის” ფილიალზე თავდასხმაში ბრალდებულ გრიგოლ ნარსიას თავისუფლების 13 წლით აღკვეთა მიესაჯა. _ ინფორმაციას რუსთავი2 ავრცელებს.
გადაწყვეტილება ქუთაისის საქალაქო სასამართლომ ცოტა ხნის წინ გამოაცხადა.
დაცვის მხარე სასამართლოს განაჩენს არაობიექტურად აფასებს და გასაჩივრებას არ გამორიცხავს. ბრალდების მხარის თქმით, საქმეში არსებული ყველა მტკიცებულებების გათვალისწინებით, მოსამართლემ ობიექტური გადაწყვეტილება გამოიტანა.
გრიგოლ ნარსია “საქართველოს ბანკის” ქუთაისის ფილიალს გასული წლის 20 სექტემბერს დაესხა თავს.
მან მძევლად 12 პირი აიყვანა, რომელთა გათავისუფლების სანაცვლოდ 2 მილიონ დოლარს ითხოვდა.