საქართველოც იმსახურებს კანდიდატის სტატუსს – აცხადებს უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრი. პიტერ სიიარტო ევროკავშირის ორმაგ სტანდარტებზე საუბრობს და ამბობს, რომ უნგრეთი მტკიცედ დაუჭერს მხარს საქართველოს, გახდეს ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყანა. მისივე თქმით, გაწევრიანების მოლაპარაკებებში მნიშვნელოვანი პროგრესი შემოდგომაზე უნდა იყოს.
“საქართველო ისეთი ქვეყნის ტიპური მაგალითია, საიდანაც ევროკავშირს შეუძლია სიახლე, იმპულსი და პოზიტიური ენერგია გამოიტანოს, რადგან ჩვენ ვსაუბრობთ ქვეყანაზე, რომელმაც ზედიზედ ორი წელში მიაღწია ორნიშნა ეკონომიკურ ზრდას. სამწუხაროდ, ევროკავშირი უკიდურესად ფარისევლურად იქცევა საქართველოს მიმართ, ორმაგი სტანდარტების გამოყენებით. მათ არ დააწესეს 12-პუნქტიანი სიის შესრულება, როგორც წინაპირობა, რომ გამხდარიყო კანდიდატი ქვეყანა ისეთი ქვეყნებისთვის, როგორებიცაა უკრაინა ან მოლდოვა. მათ ეს მოითხოვეს, როგორც წინაპირობა საქართველოსთვის და ამ ქვეყანას არ მიუღია კანდიდატის სტატუსი. მიგვაჩნია, რომ საქართველო უკრაინასა ან მოლდოვაზე უარეს მდგომარეობაში არ არის. საქართველოც იმსახურებს კანდიდატის სტატუსს. ევროპას დიდ სარგებელს მოუტანს, თუ საქართველო ჩვენთან დაახლოებასა და გაწევრიანების მოლაპარაკებების დაწყებას შეძლებს. ამიტომ, ამ შემოდგომაზე მომავალ გადაწყვეტილებაში უნგრეთი მტკიცედ დაუჭერს მხარს საქართველოს, გახდეს ევროკავშირის კანდიდატი და ჩვენ მნიშვნელოვანი პროგრესი უნდა მივაღწიოთ გაწევრიანების მოლაპარაკებებში,” – აცხადებს პიტერ სიიარტო.