ამ წუთებში დასრულდა საქართველოს მეხუთე პრეზიდენტის გამოსვლა რუსთაველზე შეკრებილი მომიტინგეების წინაშე.
სალომე ზურაბიშვილმა ისაუბრა დღეს ქვეყანაში შექმნილი ღრმა კრიზისის შესახებ.
მას ერთადერთ გამოსავლად ხელახალი არჩევნები მიაჩნია და მოუწოდა მოქალაქეებს მოემზადონ ხელახალი არჩევნებისთვის.
სიტყვით გამოსვლის შემდეგ, სალომე ზურაბიშვილმა რუსთაველის გამზირზე მოქალაქეებთან გადაინაცვლა, ხელი მოაწერა პეტიციას, რომელიც ჩვენს დასავლელ პარტნიორებს გაეგზავნება.