46:28- საქართველოს მორაგბეთა ეროვნულმა ნაკრებმა „რაგბი ევროპის“ ფინალში ესპანეთი დაამარცხა და ტურნირი ჩემპიონი ზედიზედ მერვედ, სულ კი მეჩვიდმეტედ გახდა.
შეხვედრა სტუმრების ჯარიმით გაიხსნა. საქართველოს ნაკრების შემადგენლობიდან ლელოები გაიტანეს: ვანო კარკაძემ (3), აკაკი ტაბუცაძემ (3), ნიკა აბულაძემ და ვასილ ლობჟანიძემ. გარდასახვები კი ზუსტად შეასრულეს დაჩი პაპუნაშვილმა (2) და დავით ნინიაშვილმა. მატჩის საუკეთესო მოთამაშედ დასახელდა ვანო კარკაძე.
ცნობისთვის, „რაგბი ევროპის“ ფინალს თბილისმა პირველად უმასპინძლა.