საქართველოს მორაგბეთა ნაკრებმა ნოემბრის ტესტმაჩების სერიის მესამე მატჩში თბილისში, მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე ტონგას ნაკრებს უმასპინძლა და შემოდგომის ტესტები მოგებით დაასრულა.
დაძაბულ შეხვედრაში საქართველოს მორაგბეთა ნაკრებმა ტონგა 22:7 დაამარცხა.