ISSA-ს მიერ ივნისში ჩატარებული საზოგადოებრივი აზრის კვლევის თანახმად, საქართველოს მოსახლეობის 55% ეთანხმება ახალი საპარლამენტო არჩევნების მოთხოვნას;
ეს მაჩვენებელი კიდევ უფრო მაღალია დედაქალაქში – თბილისში ახალი საპარლამენტო არჩევნების ჩატარებას ემხრობა 63%;
რეგიონებში ამ მოთხოვნას მხარს უჭერს ყოველი მეორე;
სოციალური კვლევისა და ანალიზის ინსტიტუტმა (ISSA) რაოდენობრივი კვლევა 17-29 ივნისის შუალედში ჩაატარა.
პირისპირი ინტერვიუს წესით გამოიკითხა 2000 მოქალაქე.
ცდომილება ±2.2% -ია.
































































