ევროპირველობაზე გასასვლელი პლეიოფის ნახევარფინალში საქართველოს ნაკრებმა ლუქსემბურგი 2:0 დაამარცხა.
პირველი გოლი ბუდუ ზივზივაძემ გაიტანა, მაგრამ არ ჩაითვალა. მალევე სტანდარტის გათამაშების შემდეგ, კარის წინ დარჩენილმა კი საქართველოს ნაკრები დააწინაურა.
შესვენების შემდეგ პირველი სახიფათო მომენტი ჩაკვეტაძემ შექმნა. სტუმრებმა კი მწვავე კონტრშეტევა 51-ე წუთზე განახორციელეს, მაგრამ გრესონ როდრიგესის სახიფათო დარტყმა გიორგი მამარდაშვილმა მოიგერია.
მიქაუტაძის წაქცევისთვის მსაჯმა საჯარიმო არ დანიშნა და სწრაფი კონტიერიშისას როდრიგესმა გოლი გაგვიტანა. თუმცა, არბიტრმა ვიდეოგამეორების ნახვის შემდეგ გოლი გააუქმა და საჯარიმო დარტყმა დანიშნა. ამას გარდა, ლუქსემბურგის ნაკრების წევრი შანო გააძევა.
63-ე წუთზე კი ზივზივაძემ დუბლი შეასრულა.
პლეიოფის ფინალი 26 მარტს, 21:00 საათზე, კვლავ „დინამო არენაზე“ გაიმართება. გამარჯვების შემთხვევაში, ეროვნული ნაკრები ევროპის ჩემპიონატზე პირველად იასპარეზებს.