Turkiyetoday-სთან ინტერვიუში თურქეთის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ვინჩეცო მონტელამ საქართველოს ნაკრებთან მოსალოდნელი მატჩის შესახებ ისაუბრა.
“ფეხბურთელებს ვუთხარი, რომ მთავარია რწმენით ვითამაშოთ. უმთავრესი მიზანი საქართველოს ნაკრებთან გამარჯვება და ევროპის ჩემპიონატის პოზიტიურად დაწყებაა.
საქართველოს ნაკრები კარგად ორგანიზებულ ფეხბურთს თამაშობს, მათ სივრცეები თითქმის არ რჩებათ და კონტრშეტევისას ძალიან სახიფათოები არიან. მათი მთავარი პლუსი სწორედ კონტრშეტევებია. მთავარია, რომ მოთმინება გამოვიჩინოთ და მატჩის ბედს სწორედ ეს ფაქტორი გადაწყვეტს”, – განაცხადა მონტელამ.
ცნობისთვის, EURO 2024-ის ფარგლებში საქართველოს ნაკრები თურქეთის ნაკრებს 18 ივნისს 20 საათზე დაუპირისპირდება.